სამშაბათს, 24 აპრილს "ბაიერნი" და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას გამართავენ. აქამდე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა კატალონიელთა არგენტინელი ვარსკვლავი თამაშს.
"მიხარია, რომ ნახევარფინალში გავაღწიეთ. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, გადავდგამთ თუ არა წინ კიდევ ერთ ნაბიჯს, რათა ფინალში მოვხვდეთ.
აქ მეტოქის სიძლიერე არცთუ გადამწყვეტია. რა თქმა უნდა, მეს
ბოლო წლებია, ყველა გუნდისთვის საოცნებოა "ბარსელონას" დამარცხება და ვფიქრობ, ჩვენ კარგი შანსი გვაქვს საამისოდ. სწორედ გამარჯვებას მოველით ხვალინდელი მატჩისგან.
კარგი ფეხბურთელებით შეკრული გუნდი ვართ, რომლებმაც ვიცით, როგორ უნდა მოვიგოთ მსგავსი თამაშები. შინ სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია", - აქვეყნებს ლამის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი "ბარსელონას" ექიმებისგან თამაშის ნებართვას ელის
ხავი მარტინესი: "ბარსელონასაც" თამამად უნდა ვეთამაშოთ