ფილიპ ლამი: იმედია, ლიონელ მესი ვერც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ფილიპ ლამმა გაიხსენა "ბარსელონას" თამაში პსჟ-სთან, სადაც კატალონიელთა გუნდს ლიონელ მესი აკლდა. ლამმა იმედი გამოთქვა, რომ არგენტინელი ვერც მიუნხენში გავა მოედანზე.

სამშაბათს, 24 აპრილს "ბაიერნი" და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას გამართავენ. აქამდე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა კატალონიელთა არგენტინელი ვარსკვლავი თამაშს.

"მიხარია, რომ ნახევარფინალში გავაღწიეთ. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, გადავდგამთ თუ არა წინ კიდევ ერთ ნაბიჯს, რათა ფინალში მოვხვდეთ.

აქ მეტოქის სიძლიერე არცთუ გადამწყ
ვეტია. რა თქმა უნდა, მეს
ის გარეშე "ბარსელონა" სუსტია, რაც პსჟ-სთან მატჩშიც გამოჩნდა და იმედია, ის არც ხვალ ითამაშებს.


ბოლო წლებია, ყველა გუნდისთვის საოცნებოა "ბარსელონას" დამარცხება და ვფიქრობ, ჩვენ კარგი შანსი გვაქვს საამისოდ. სწორედ გამარჯვებას მოველით ხვალინდელი მატჩისგან.

კარგი ფეხბურთელებით შეკრული გუნდი ვართ, რომლებმაც ვიცით, როგორ უნდა მოვიგოთ მსგავსი თამაშები. შინ სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია",
- აქვეყნებს ლამის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი "ბარსელონას" ექიმებისგან თამაშის ნებართვას ელის
ხავი მარტინესი: "ბარსელონასაც" თამამად უნდა ვეთამაშოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული