ჟოზე მოურინიო: როცა დამსახურებულად აგებ, ამის აღიარება ძნელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

24 აპრილს, დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში "ბორუსიამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პოკერი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, ხოლო სტუმართაგან ერთადერთი გატანილი გოლით კრიშტიანო რონალდო გამოირჩა.

"დღეს მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო. მოედანზე ორთაბრძოლებს "ბორუსია" მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა - ჩვენზე ორგანიზებული, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი იყო.

ეს კი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. როდესაც დამსახურებულად მარცხდები, ამის აღიარება არცთუ იოლია.

არადა, ანგარიში ერთი ხანობა 1:1 იყო, მაგრამ მოკლე დროში
4:1-ად გადაიქცა.

მარტივ სიტუაციებში ვკარგავდით ბურთს და ვერაფრით ვუმკლავდებოდით "ბორუსიას" კონტრიერიშებს, დაცვიდან შეტევაში მის ელვისებურ ჩართვებს.

რაც შეეხება თამაშიდან ჩვენს
კარში გასულ სამ გოლს, მარტივ სიტუაციაში ვკარგავდით ბურთს და ცუდად ვმეურვეობდით რობერტ ლევანდოვსკის. არადა, ვიცოდით, რომ ის მოუხელთებელი თავდამსხმელია, მაგრამ მაინც ვერ მივადევნეთ სათანადოდ თვალყური.

რაც არის, არის - თავისი თამაშით ის მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებს",
- აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

"ამ მატჩისთვის სათანადოდ კი მოვემზადეთ, მაგრამ ჩემი გუნდის ბევრმა ფეხბურთელმა, სამწუხაროდ, ცუდად ითამაშა.

რა თქმა უნდა, ძალიან დამწუხრებული ვარ ასეთი შედეგით, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია ამ დაპირისპირების ბედის ჩვენ სასიკეთოდ გადაწყვეტა. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.

თუკი ვითამაშებთ არანორმალურად, უმაღლესი დონის ფეხბურთს ვაჩვენებთ და გამოვიყენებთ ყველა მომენტს, სასურველ შედეგს მივაღწევთ",
- დასძინა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

"რეალსა" და "ბორუსიას" შორის საპასუხო შეხვედრა მადრიდში 30 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლექცია წაუკითხეს ფეხბურთზე :DD
del piero 10
10:53 25-04-2013
0
სურათზე ნაპოლეონია?
giorgi
12:04 25-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული