დიეგო ლოპესი: ნამდვილი სასწაული იქნება, თუ ფინალში გავალთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარემ დიეგო ლოპესმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

24 აპრილს, დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში "ბორუსიამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პოკერი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, ხოლო სტუმართაგან კრიშტიანო რონალდო გამოირჩა.

"ჩვენს
გუნდს დანებება, უბრალოდ, არ შეუძლია. "რეალს" მსგავსი რამ არასდროს ახასიათებდა და ამიტომაც მწამს და მჯერა.

შედეგი ნეგატიურია, მაგრამ ჩვენ ისტორიული ქამბექის შესაძლებლობა მივიღეთ. თუკი ფინალში გავალთ, ეს ნამდვილი სასწაული იქნება.

"სანტიაგო ბერნაბეუ" ძალიან დაგვეხმარება. ამ სტადიონს მსგავსი რამ ადრეც უნახავს. ახლა მთავარია, ერთ მუშტად კიდევ უფრო
შევიკრათ",
- თქვა ლოპესმა.

"რეალსა" და "ბორუსიას" შორის საპასუხო შეხვედრა მადრიდში 30 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენც და მოურინიოსაც ღმერთი გსჯით,კასილიასის გაგდებისთვის.
giorgi
12:06 25-04-2013
0
აბა რა
kasi
13:28 25-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული