ფრანკ რიბერი: ჰო, წუხელ ცოლთან და ჩემპიონთა თასთან ერთად ვიწექი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ჟურნალისტებს უამბო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" გამარჯვების (2:1) შემდეგ როგორ აღნიშნა თავისი გუნდის ტრიუმფი.

ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც თავისი გუნდის ორივე საგოლე შეტევაში მონაწილეობდა, შეხვედრის ერთ-ერთი გმირი გახდა.

"საფინალო სასტვენის შემდეგ დილის 6 საათამდე არ დავმჯდარვარ. დასაძინებლად გამთენიისას წავედი და ჩემპიონთა ლიგის თასიც თან წავიღე.

ჰო, წუხელ მე ცოლთან და თასთან ერთად ვიწექი",
- დააზუსტა ფრანგმა Goal.com-თან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფეხბურთელები საწოლში სასურველ... ჯილდოს იწვენენ. მაგალითად, 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის
ფინალის შემდეგ, სადაც "ლივერპულმა" "მილანს" დრამატულ მატჩში აჯობა, მერსისაიდელთა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ღამე ასევე თასთან ერთად გაათია.

ასევე იხილეთ:
ლიგის ფინალის შემდეგ: წითელი ზეიმი, ყვითელი ცრემლები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული