თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას "სტრეიმურით" იწყებს

AutoSharing Option
9 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა, საიდანაც ერთ-ერთი ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა - ფარერული "სტრეიმურისა" და ანდორული "ლუსიტანსის" დაპირისპირებაში თბილისის "დინამოს" მეტოქე ირკვეოდა.

პირველი შეხვედრა ანდორაში ფრედ, 2:2 დასრულდა, საპასუხოში კი "სტრეიმურმა", რომელიც წყვილის ფავორიტად მიიჩნეოდა, ეს სტატუსი სრულად დაამტკიცა - მეტოქე 5:1 გაანადგურა და საქართველოს ჩემპიონთან შეხვედრის უფლება მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
სტრეიმური (ფარერის კუნძულები)-ლუსიტანსი (ანდორა) 5:1
1:0 ა. ჰანსენი (3), 2:0 ლ. ჰანსენი (38), 2:1 რეისი (66), 3:1 ზახარიასენი (72),
4:1 ლ. ჰანსენი (85), 5:1 ნიკლასენი (90)

სტრეიმური: ტორგარდი - დურჰუუსი, ბო, დავიდსენი, ნილსენი - იაკობსენი (69. ზახარიასენი; 88. ოლსენი) - ლ. ჰანსენი, ნიკლასენი, სამუელსენი, დამი - ა. ჰანსენი (72. დანიელსენი)

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
16 ივლისი, 20:00. თბილისი, "დინამო არენა"
დინამო-სტრეიმური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული