"დინამოს" მეტოქე "სტიაუა" სკანდალში გაეხვა და სანქციები ემუქრება! [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეტოქე, ბუქარესტის "სტიაუა" მაკედონიიდან რუმინეთში დიდი სკანდალით დაბრუნდა.

"ვარდართან" მატჩის წინ "სტიაუას" მენეჯერმა მიჰაი სტოიკამ ტელეკომპანია PRO TV-ის კორესპონდენტ ალექსანდრა ტანასესკუს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სკოპიეს პოლიციამ ჯერ დააკავა, მერე კი სტოიკა და მისი პირადი მცველი, რომელიც ინციდენტში ასევე მონაწილეობდა, 400 ევროთი დააჯარიმა.

ჟურნალისტი სტოიკას უჩივის და დიდი შანსია, რომ უეფამ მასაც და "სტიაუასაც" სანქციები დააკისროს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მიჰაი სტოიკამ ისეთი სიტყვები მიწოდა, რომელთა მსგავსი ჩემთვის არასდროს უთქვამთ. ამ სიტყვებს ვერ გავიმეორებ. იძულებული გავხდი, პოლიციისთვის
მიმემართა",
- აცხადებს ტანასესკუ.

როგორც გაირკვა, სტოიკამ მას ვარჯიშის დატოვება დასაშვებ დროზე ხუთი წუთით ადრე სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. "სტიაუას" მენეჯერი ამაზე ისე გაცეცხლდა, რომ ჟურნალისტს, რომელიც ქალია, არა მარტო სიტყვიერი, არამედ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

Sportall.Geმოგვიანებით სტოიკამ ბოდიში მოიხადა, საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე, ჩემს საქციელს გამართლება არ აქვსო, მაგრამ უკვე გვიანია - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "სტიაუას" მენეჯერი ამ საქმიდან მხოლოდ 400-ევროიანი ჯარიმით ვერ გამოძვრება.

"ეს ხულიგანია!" - წერდა 24 ივლისის ნომერში რუმინული სპორტული გაზეთი "პროსპორტი" მიჰაი სტოიკაზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" მეტოქე "სტიაუა" - შთამბეჭდავი ისტორია შინაც და გარეთაც
წილისყრა: "დილას" გაუმართლა, "დინამოს" ჩემპიონთა თასის მფლობელი ერგო
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს არის შერჩევითი სამართალი, წესით სტიაუას უნდა ჩაეთვალოს წაგება დინამოსთან.DDDD
ramo
13:39 25-07-2013
0
და დინამო პირდაპირ ფინალში გავიდეს
არა რო?
18:08 25-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული