ლაურენციო რეგეკამპფი: მაღალ დონეზე ვითამაშეთ და გოლებიც გავიტანეთ

AutoSharing Option
ბუქარესტის "სტიაუას" მთავარმა მწვრთნელმა ლაურენციო რეგეკამპფმა თბილისის "დინამოსთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტპაის პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც 30 ივლისს "დინამო არენაზე" გაიმართა, კომენტარი გააკეთა.

"საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ და აქედან გამომდინარე, შედეგითაც და თამაშითაც კმაყოფილი ვარ.

"დინამოს" პენალტი რომ გაეტანა, შესაძლოა, სხვაგვარი თამაში გამოსულიყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მატჩის ბოლო ნახევარ საათში მაღალ დონეზე ვითამაშეთ და გოლებიც გავიტანეთ.

არ ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე უკვე გასულები ვართ. მეორე შეხვედრა რთული იქნება და ჩემს ფეხბურთელებს მოდუნების უფლებას არ მივცემ.

"დინამო" კონტრშეტევებზე
კარგად თამაშობს და საპასუხო მატჩში გამარჯვებას შეეცდება", - თქვა რეგეკამპფმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული