სტიაუა VS დინამო - ჩემპიონთა თუ ევროპალიგისთვის?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბუქარესტის "სტიაუასთან" საპასუხო მატჩის ჩასატარებლად საქართველოს ჩემპიონი 5 აგვისტოს დილის 11 საათზე ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

ორსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ "დინამო" ბუქარესტში ჩაფრინდა და "ოტელ ჰილტონში" დაბინავდა.

21 საათზე დუშან უჰრინმა შეგირდებს "ნასიონალ-არენაზე" (სადაც დღევანდელი მატჩი უნდა გაიმართოს) სავარჯიშოდ უხმო.

ვარჯიშის დაწყებამდე კი "დინამოსა" და "სტიაუას" თავკაცებმა ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.

დუშან უჰრინი (დინამოს მწვრთნელი): "ძალიან რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. პირველი შეხვედრა შინ 0:2 წავაგეთ, რამდენიმე ფეხბურთელს ორი ყვითელი ბარათი აქვს...

შესაბამისად,
ჯერ ვერ გადამიწყვეტია, ვათამაშებ თუ არა ლევან ხმალაძესა და ელგუჯა გრიგალაშვილს.

აქედან გამომდინარე, არც ის ვიცი, როგორი იქნება სასტარტო შემადგენლობა. მართალია, თბილისურ მატჩში პენალტი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საშინაო მარცხი დავიწყებულია და გუნდი დაპირისპირებისთვის მზად არის.

პირველ შეხვედრამდე თუ შანსები თანაბარი იყო, ამჯერად უპირატესობა "სტიაუას" მხარესაა.

ვხვდებით, რომ ძნელი იქნება, მაგრამ აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულები. ისე კი, შეხვედრის პირველივე წუთებიდან თამაშს ნამდვილად არ გავხსნით".


ლაურენციუ რეგეკამპფი (სტიაუას მწვრთნელი): "საპასუხო შეხვედრა ჩვენთვის გაცილებით რთული იქნება, ვიდრე თბილისური მატჩი, რადგან "დინამოს" არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ საკმაოდ საშიში გუნდია.

ჩვენს მეტოქეს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მართალია, პირველი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ შედეგის მისაღწევად ბოლომდე დავიხარჯეთ.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - დღეს რთული მატჩი გვექნება".


შეგახსენებთ "დინამოს" წინასამატჩო განაცხადს, რომელიც თბილისური მატჩის ანალოგიურია:

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა;
მცველები: გიორგი სეთურიძე, გივი კვარაცხელია, უსტარიცი, დავით კვირკველია, დარკო გლიშიჩი, დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი;
ნახევარმცველები: გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, დორინ გოგა, გიორგი პაპავა;
თავდამსხმელები: ჩისკო, ჯაბა დვალი, პატრიკ ვუო, დავით ხოჭოლავა.

"სტიაუას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი, ვინც ლაურენციუ რეგეკამპფის განკარგულებაში იქნება:

მეკარეები: ჩიპრიან ტატარუშანუ, ფლორინ ნიცა;
მცველები: ლუკაშ სუკალა, ფლორინ გარდოში, იასმინ ლატოვლევიჩი, დანიელ გეორგიევსკი, ვლად კირიკეში, პაულ პირვულესკუ;
ნახევარმცველები: მიხაი პინტილი, კრისტიან ტანასე, ანდრეი პრეპელიცა, ნიკუშორ სტანჩუ, მიხაი რადუტი, ალექსანდრუ ბურჩეანუ, ადრიან პოპა;
თავდამსხმელები: ლეანდრო ტატუ, ფედერიკო პიოვაკარი, გაბრიელ იანკუ.

"სტიაუასა" და "დინამოს" შორის ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ბუქარესტის "ნაციონალ-არენაზე" ჩვენი დროით 21:45 წუთზე დაიწყება. თამაშს ისლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, არბიტრ კრისტიან იაკობსენის თავკაცობით.

მატჩის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

გიორგი გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართული კლუბები ევროთასებზე: დღევანდელი ილუზია და წარსულის რეალობა
"სტიაუა" თბილისის "დინამოს" დასვენებული და მშვენიერ ხასიათზე ხვდება
ვუო-გოგა - ანუ გვაჩვენეთ ხარისხი და ფილოსოფია!
დინამო-სტიაუა. გამოხმაურება: ძლიერი თუ უძლეველი?

დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მივტირი იმ წლებს,როცა მაჭუტაძემ საქართველო გადაარჩინა.ერთი ტურით მეტი ვითამაშეთ.
duru
22:16 06-08-2013
0
ტუ გავარდა ეხლა, დინამო იტამასებს ევროპა ლიგის პლაყ ოფფ
0

სიახლეები პოპულარული