შეგახსენებთ, რომ "მეტალისტს" 2008 წლის მატჩის ("კარპატის" წინააღმდეგ) ჩაწყობა დაუმტკიცდა და სწორედ ამის გამო ისჯება.
კლუბს ჯერ კიდევ აქვს დრო, საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს უეფას გადაწყვეტილება.
21 და 27 აგვისტოს "მეტალისტს" გერმანულ "შალკესთან" პლეი ოფის რაუნდში უნდა გაერკვია, რომელი გუნდი გადავიდოდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და რომელი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.
უეფა ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როგორ მოიქცეს "მეტალისტის" დისკვალიფიკაციის შემდეგ. სავარაუდოდ, "შალკეს" ბერძნული პაოკ-ი
თავის მხრივ, თელ-ავავის "მაკაბი" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს უბრძოლველად მიიღებს.
არის მეორე ვარიანტიც, თუმცა ნაკლებად სავარაუდო - "შალკე" პირდაპირ დაუშვან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
ასევე იხილეთ:
უცნაური სიტუაცია ევროთასებზე: პაოკ-ი "მაკაბის" ხვდება და "შალკეს" ზვერავს