ხარკოვის "მეტალისტი" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთეს!

AutoSharing Option
14 აგვისტოს უეფას სააპელაციო ინსტანციამ ხარკოვის "მეტალისტის" საკითხი სკრუპულოზურად განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, კლუბი 1 წლით ჩამოაშოროს ევროთასებს.

შეგახსენებთ, რომ "მეტალისტს" 2008 წლის მატჩის ("კარპატის" წინააღმდეგ) ჩაწყობა დაუმტკიცდა და სწორედ ამის გამო ისჯება.

კლუბს ჯერ კიდევ აქვს დრო, საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს უეფას გადაწყვეტილება.

21 და 27 აგვისტოს "მეტალისტს" გერმანულ "შალკესთან" პლეი ოფის რაუნდში უნდა გაერკვია, რომელი გუნდი გადავიდოდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და რომელი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

უეფა ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როგორ მოიქცეს "მეტალისტის" დისკვალიფიკაციის შემდეგ. სავარაუდოდ, "შალკეს" ბერძნული პაოკ-ი
შეხვდება, რომელიც "მეტალისტმა" III საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოაგდო.

თავის მხრივ, თელ-ავავის "მაკაბი" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს უბრძოლველად მიიღებს.

არის მეორე ვარიანტიც, თუმცა ნაკლებად სავარაუდო - "შალკე" პირდაპირ დაუშვან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ასევე იხილეთ:
უცნაური სიტუაცია ევროთასებზე: პაოკ-ი "მაკაბის" ხვდება და "შალკეს" ზვერავს
მკითხველის კომენტარები / 1 /
თელავივის მაკაბი რა შუაშია ვერ გავიგე
telavivi
19:14 14-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული