ანტონიო კონტე: ამაოა ყველაფერზე საუბარი, თუ გატანას ვერ ახერხებ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დანიურ "კოპენჰაგენთან" მატჩის შემდეგ საგოლე მომენტების გამოუყენებლობაზე დაიჩივლა.

17 სექტემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩში ტურინელები ფრეს დასჯერდნენ - 1:1.

მატჩის დასაწყისში მასპინძლები ნიკოლაი იორგენსენმა დააწინაურა, "ბებერმა ქალბატონმა" კი გათანაბრება 54-ე წუთზე ფაბიო კვალიარელას გოლით შეძლო.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, ამ თამაშს სრულიად მობილიზებულნი შევხვდით და ჩვენი მხრიდან მეტოქის შეუფასებლობა არ ყოფილა.

დღეს ბრწყინვალე შანსი გვქონდა, მაგრამ მაი
ნც ვერ გავიმარჯვეთ. ვერც კი ვიხსენებ შემთხვევას, რომ ჩემი ხელმძღვანელობით გუნდს ამდენი საგოლე მომენტი,
მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენის შემთხვევა ჰქონოდა.

არადა, თურქეთში დაფიქსირებული შედეგის გათვალისწინებით, მოგება ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა. დასანანია.

ასეთია ფეხბურთი - როცა გატანას ვერაფრით ახერხებ, შეიძლება სულაც წააგო. ხომ ნახეთ მეტოქის გოლი - ის რაიმე განსაკუთრებულ შეტევას სულაც არ მოჰყოლია.

"კოპენჰაგენი" შეკრული გუნდია, თუმცა მძიმედ მოქმედებს და სისულელე იქნებოდა სხვა ფეხბურთელების გამოყვანა. მიზნის მისაღწევად ტევესი, კვალიარელა და ჯოვინკოც საკმარისი იყო, მაგრამ რეალიზაციაში მოვიკოჭლეთ.

დე ჩელიე იმისთვის გამოვიყვანე, რომ ამ სტრატეგიულ თამაშში სანტიმეტრიც კი არ დაგვეთმო. მეტოქე თავისი გიგანტებით ცდილობდა, შევევიწროვებინეთ, ჩვენ კი ფლანგების გამოყენებას ვეშურებოდით.

ლიხტშტაინერმა და პელუზომ კარგად იმუშავეს, მაგრამ რაც უნდა გააკეთო, თუკი გატანას ვერ ახერხებ, სულ ამაოა დანარჩენზე საუბარი",
- თქვა კონტემ მატჩის შემდეგ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული