17 სექტემბერს "რეალმა" ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე საგარეო მატჩი - 6:1 ("გალათასარაი" გაანადგურა), თუმცა იკერ კასილიასი, რომელიც 238 დღის შემდეგ პირველად თამაშობდა, მე-15 წუთზე გახდა შესაცვლელი.
იკერს თავისივე თანაგუნდელი, სერხიო რამოსი პირველივე წუთზე შეეჯახა და პირველადი ინფორმაციით, ნეკნი გაუტეხა.
18 სექტემბერს ტესტირებამ აჩვენა, რომ ნეკნი მხოლოდ დაბეჟილია და თუ რაიმე გართულება არ მოჰყვა ტრავმას, კლუბის ექიმი გარანტიას იძლევა, რომ იკერი 2 ოქტომბერს, "კოპენჰაგენთან" მატჩისთვის მწყობრში იქნება.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]