ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველმა ტურმა ყოველ სათამაშო დღეს თითო სენსაცია გვაჩუქა - თუმცა 18 სექტემბრისა უფრო ხმამაღალი იყო: "ბაზელმა" "სტემფორდ ბრიჯზე" ჟოზე მოურინიოს საოცარი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ლონდონის "ჩელსი" 2:1 დაამარცხა.

ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ჟოზე და კომპანია წინ იყვნენ - ოსკარის გოლის წყალობით 71-ე წუთამდე იგებდა. შემდეგ კი ჯერ სალამ, შემდეგ კი შტრელერმა თავით გამარჯვება შვეიცარიულ კლუბს მოუტანეს, სენსაციური გამარჯვება!

კიდევ ერთი რამ ამსგავსებს ოთხშაბათის მატჩებს წინა დღისას - კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიქს ჰეთ თრიქით უპასუხა ლეო მესიმ,
ხოლო არგენტინელის "ბარსელონამ" "აიაქსს" კუდით ქვა ასროლინა, ვიქტორ ვალდესმა კი სტუმართა პენალტი მოიგერია.

იმარჯვეს ფავორიტებმა: "მილანმა", "ატლეტიკომ", "პორტუმ", "არსენალმა" და "შალკემ", თუმცა ფავორიტებმა ისე ვერ გაილაღეს, როგორც წინა დღით.

და ბოლოს, ტურის ცენტრალური მატჩისგან, ალბათ, მეტს ველოდით - არა, რაფა ბენიტესის "ნაპოლიმ" შესანიშნავად ითამაშა და 3 ქულაც დამსახურებულად მიითვალა, მაგრამ იურგენ კლოპის "დორტმუნდმა" სეზონში პირველად დაიჩოქა.

ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, ტაიმის მიწურულს კი საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მეკარე რომან ვაიდენფელერი გააძევეს.

მეორე ტაიმში ლორენცო ინსინიემ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით იხეირა, თუმცა სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს - 2:1.

E ჯგუფი
შალკე-სტიაუა 3:0
გოლები: 1:0 უჩიდა (67), 2:0 კ. პ. ბოატენგი (78), 3:0 დრაქსლერი (85)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო - ჰიოგერი (88. გორეტცკა), ნოიშტედტერი - ფარფანი (89. კლემენსი), კ. პ. ბოატენგი, დრაქსლერი - სალაი (82. ფუხსი)
სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ - გეორგიევსკი, შუკალა, გარდოში, ლატოვლევიჩი - პინტილი, ბურჩეანუ - ა. პოპა, სტანჩუ (60. ლეანდრო ტატუ - 73. ა. კრისტეა), ტანასე - კაპეტანოსი (64. პიოვაკარი)
გაფრთხილება: ჰიოგერი - ბურჩეანუ, ა. პოპა, ა. კრისტეა
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-9 (8-5); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 49 358

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩელსი-ბაზელი 1:2
გოლები: 1:0 ოსკარი (45), 1:1 მოჰამედ სალაჰი (71), 1:2 შტრელერი (81)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, დავიდ ლუისი, ე. კოული - ვან გინკელი (76. ობი მიკელი), ლამპარდი (76. ბა) - ვილიანი (67. მატა), ოსკარი, აზარი - ეტოო
ბაზელი (4-4-2): ზომერი - ფოსერი, შერი, ი. ივანოვი, საფარი - მოჰამედ სალაჰი (82. ტ. ჯაკა), მ. დიასი, ფ. ფრაი, შტოკერი (82. აიეტი) - სიო (65. მ. დელგადო), შტრელერი
გაფრთხილება: ვან გინკელი - მ. დიასი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-7 (5-5); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 40 358

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური:
1 ოქტომბერი:
ბაზელი-შალკე
სტიაუა-ჩელსი

F ჯგუფი
მარსელი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 უოლკოტი (65), 0:2 რემსი (84), 1:2 ჯ. აიუ (90-პენ)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, ლუკას მენდეში, მორელი - რომაო, იმბულა (80. ტოვენი) - პაიე (73. ჯ. აიუ), ვალბუენა (90. ხელიფა), ა. აიუ - ჟინიაკი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშიელნი, მერტეზაკერი, გიბსი - ფლამინი (90. მიაიჩი), რემსი - უოლკოტი (78. ნაჩო მონრეალი), უილშირი, იოზილი - ჟირუ
გაფრთხილება: ნკულუ - რემსი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 17-10 (9-7); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 38 380

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნაპოლი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 იგუაინი (29), 2:0 ინსინიე (67), 2:1 სუნიგა (87-საკ. კარში)
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, სუნიგა - ბეჰრამი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი (90. მესტო), ინსინიე (73. მერტენსი) - იგუაინი (78. პანდევი)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, ჰუმელსი (45. ობამეიანგი), სუბოტიჩი, შმელცერი - შაჰინი, ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი (45. ლანგერაკი), მხითარიანი (76. ი. ჰოფმანი), როისი - ლევანდოვსკი
გაფრთხილება: ბეჰრამი, ბრიტოსი, ინსინიე - შმელცერი
გაძევება: ვაიდენფელერი (45. დორტმუნდი)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-13 (9-8); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 55 766

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
1 ოქტომბერი:
დორტმუნდი-მარსელი
არსენალი-ნაპოლი

G ჯგუფი
აუსტრია-პორტუ 0:1
გოლი: 0:1 ლუჩო გონსალესი (56)
აუსტრია (4-1-2-2-1): ლინდნერი - კოხი, როგული, ორტლეხნერი, ზუტნერი - ჰოლანდი (85, ოკოტიე) - სტანკოვიჩი, მადერი - როიერი, ჟუნი (69. სიმკოვიჩი) - ჰოსინერი (85. კიენასტი).
პორტუ (4-3-3): ელტონი - ალექს სანდრო, მანგალა, ოტამენდი, დანილო - ჟოსუე, ლუჩო გონსალესი (88. კვინტერო), ფერნანდო - ლიკა (68. იზმაილოვი), ჯეკსონ მარტინესი, ვარელა (79. ერერა).
გაფრთხილება: კოხი, ჰოსინერი - ალექს სანდრო, ვარელა
მაყურებელი: 30 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატლეტიკო-ზენიტი 3:1
გოლები: 1:0 მირანდა (39), 1:1 ჰალკი (59), 2:1 არდა თურანი (64), 3:1 ბაპტისტაო (82)
ატლეტიკო (4-2-2-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე - მარიო სუარესი, გაბი - კოკე (89, კ. როდრიგესი), არდა თურანი (88. რაულ გარსია) - ადრიანი (79. ბაპტიშტაო), ვილია.
ზენიტი (3-4-3): ლოდიგინი - ლომბერტსი, ნეტო (46. შატოვი), ჰუბოკანი - სმოლნიკოვი, ზირიანოვი (76. არშავინი), ვიტსელი, ანსალდი - ჰალკი (86. ბისტროვი), კერჟაკოვი, დანი.
გაფრთხილება: გოდინი - ლომბერტსი, ჰუბოკანი, ჰალკი
მაყურებელი: 50 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
1 ოქტომბერი
ზენიტი-აუსტრია
პორტუ-ატლეტიკო

H ჯგუფი
ბარსელონა-აიაქსი 4:0
გოლები: 1:0 მესი (22), 2:0 მესი (55), 3:0 პიკე (69), 4:0 მესი (75)
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე (80. ბარტრა), მასკერანო, ადრიანო - ფაბრეგასი (72. ჩავი), ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი, ნეიმარი (72. პედრო).
აიაქსი (4-1-2-3): ვერმეერი - ვან რინი, დენსვილი, მოისანდერი (73. ვან დერ ჰოორნი), ბლინდი (78. შიონე) - კ. პოულსენი - ს. დე იონგი (59. სერერო), დუარტე - ბოიანი, სიგტორსონი, ბოილესენი.
77-ე წუთზე სიგტორსონმა (აიაქსი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: მოისანდერი, დენსვილი
მაყურებელი: 95 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მილანი-სელტიკი 2:0
გოლები: 1:0 საპატა (82), 2:0 მუნტარი (86)
მილანი (4-1-2-1-2): აბიატი - ძაკარდო, საპატა, მექსე, კონსტანტი (75. რობინიო) - ნ. დე იონგი - მუნტარი, ნოჩერინო - ბირსა (63. ემანუელსონი) - მატრი (87. პოლი), ბალოტელი.
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ვან დიკი, ლუსტიგი, ამბროუზი, ისაგირე - ს. ბრაუნი, მატიუზი (75. ბოერიგტერი), მულგრიუ (89. ბიტონი), კომონსი (77. პუკი) - ა. სტოუკსი, სამარასი.
გაფრთხილება: ამბროუზი, მულგრიუ, ს. ბრაუნი
მაყურებელი: 43 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
1 ოქტომბერი
აიაქსი-მილანი
სელტიკი-ბარსელონა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული