ხერარდო მარტინო: პრაქტიკულად, იდეალური მატჩი ჩავატარეთ [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "სელტიკთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პრაქტიკულად, იდეალური მატჩი ჩავატარეთ, ჩავარდნა თითქმის არ გვქონია. ვალდესის "სეივს" თუ არ ჩავთვლით, პრობლემები თითქმის არ გვქონდა.

ამიტომ ვეთანხმები ფაბრეგასს იმაში, რომ ეს სეზონში საუკეთესო მატჩი იყო ჩვენი მხრიდან.

მეტოქეს შარშანდელი გამარჯვება ახსოვდა და კვლავ გეგმავდა გამარჯვებას, მაგრამ ინიციატივას ჩვენ ვფლობდით და ბურთს სწრაფად ვანაწილებდით.

ერთადერთი, რაც იოლად არ გამოგვდიოდა, მეტოქე გუნდის საჯარიმოში შეღწევა იყო, მაგრამ ფაბრეგასის გოლის შემდეგ ამოცანა უფრო მარტივი გახდა",
- თქვა მარტინომ.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მილანური დეჟავუ ამსტერდამში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული