ანტონიო კონტე: გულდაწყვეტილი ვარ, რომ ვერ მოვიგეთ [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "გალათასარაისთან" მატჩის შემდეგ გულდაწყვეტილი იყო.

2 ოქტომბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდის მატჩში "ბებერი ქალბატონი" თურქულ გუნდთან მხოლოდ ქულას დასჯერდა (2:2).

"გალა", რომელსაც უკვე რობერტო მანჩინი გაუძღვა, კარგა ხანს წინ იყო დიდიე დროგბას გოლით (36-ე წუთი), მაგრამ შემდეგ არტურო ვიდალმა (78-ე პენ.) და ფაბიო კვალიარელამ თითქოს ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ბულუთმა "ბებერ ქალბატონს" გამარჯვება არ დაანება.

"ამ შედეგის გამო გულ
დაწყვეტილებ
ი ვართ, მით უმეტეს, რომ შემთხვევით გაშვებული გოლის შემდეგ გათანაბრება და წინ გასვლა მოვახერხეთ. სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს ისევ გავუშვით...

ძალიან დასანანია, როდესაც ანგარიშში დაწინაურებულს თამაშის 87-ე წუთზე გაგიტანენ.

საერთოდ, ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში უნდა ინარჩუნებდნენ კონცენტრაციას. რა გაეწყობა, ახლა მძიმე ბრძოლა მოგვიწევს პლეი-ოფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად. დასახული მიზნის მისაღწევად კი მაქსიმალური ძალისხმევა დაგვჭირდება.

თუკი "იუვენტუსი" სათანადოდ ითამაშებს, პლეი-ოფში გავა, თუ არა - ეს ნიშნავს, რომ სხვა გუნდები ჩვენზე უკეთესები ყოფილან",
- თქვა ტურინელთა თავკაცმა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: შესანიშნავი შვიდეული გამოიკვეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული