ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. B ჯგუფი: გოლანდო! [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. B ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 3 3 0 0 12-2 9
2. გალათასარაი 3 1 1 1 3-8 4
3. იუვენტუსი 3 0 2 1 4-5 2
4. კოპენჰაგენი 3 0 1 2 2-8 1

ერთ დროს ანტონიო კონტე "იუვენტუსის" ფეხბურთელი იყო, ხოლო კარლო ანჩელოტი მისი მთავარი მწვრთნელი. 23 ოქტომბერს კი ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ დღის მთავარ მატჩში წარსდგნენ.

ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადართულმა ტურინელებმა მე-4 წუთზევე გაუშვეს გოლი - ანხელ დი მარიამ დაამტკიცა, რომ მართლაც კარგ ფორმაშია.

იმ ეპიზოდში არგენტინელმა ქარივით ჩაიქროლა, რონალდოს მოძრაობაც დაინახა და დახვეწილი გადაცემა გაუკეთა პორტუგალიელს, რომელიც ოსტატურად გაუსწორდა ჯანლუიჯი ბუფონს და ანგარიში გახსნა.

ტურინელთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ "იუვე" არ გატყდა. მეტიც, სტუმრები მშვენივრად კომბინირებდნენ და მეტოქეზე უკეთაც გამოიყურებოდნენ. გარჯა "ბებერ ქალბატონს" 22-ე წუთზე დაუფასდა, როდესაც პოლ პოგბას თავური იკერ კასილიასმა კი მოიგერია, მაგრამ ფერნანდო ლორენტეს დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა.

აქედან 7 წუთში კი ჯორჯო კიელინიმ რატომღაც ხელი შემოხვია სერხიო რამოსს, რომელიც თავის მხრივ, მოხერხებულად დაეცა და მანუელ გრეფემ პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა თითი.

რასაკვირველია, გარდასახვა რონალდომ შემოგვთავაზა და მისი მაჩვენებელი გამაოგნებელია - 3 მატჩში 7 გოლი!

ყველაფერი მეორე ტაიმის დებიუტში გადაწყდა - რონალდომ ჩვეულ სტილში შეიგდო ბურთი და საქმეში სისწრაფე ჩართო, კიელინიმ კი მას იდაყვი გაუწია და პორტუგალიელიც დაეცა.

მანუელ გრეფეს ნამდვილად შეეძლო მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოფარგვლა, მაგრამ გერმანელმა არბიტრმა ტურინელები გაწირა, ხოლო კიელინი უდავოდ მატჩის ანტიგმირად იქცა.

ამის შემდეგ კონტემ შემადგენლობაც შეცვალა, ტაქტიკაც... ალაგ-ალაგ რამდენიმე ნახევრად მომენტი "იუვენტუსმა" შექმნა კიდეც და ბოლომდე უშანსოდ არ იყო, მაგრამ საბოლოოდ, "რეალმა" დინჯად მიიყვანა მატჩი 3 ქულამდე.

მადრიდელები თავს ნამდვილად აღარ იკლავდნენ, რადგან კარლო ანჩელოტიმ დამახასიათებელი პრაგმატიზმი ჩართო საქმეში - "რეალს" 26 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკო" ელის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
რეალი-იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 რონალდო (4), 1:1 ლორენტე (22), 2:1 რონალდო (29-პენ.)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო - ილიარამენდი (72. ისკო), ხედირა - დი მარია (79. მორატა), მოდრიჩი, კ. რონალდო - ბენზემა (67. ბეილი).
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კასერესი, ბარძალი, კიელინი, ოგბონა (69. ჯოვინკო) - ვიდალი, პოგბა, პირლო (59. ასამოა) - მარკიზიო - ლორენტე (50. ბონუჩი), ტევესი.
არბიტრი: მანუელ გრეფე (გერმანია)
გაფრთხილება: ილიარამენდი, ვიდალი, კასერესი, მოდრიჩი, სერხიო რამოსი
გაძევება: კიელინი (48)
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 13-15 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 13-13(7-7) ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 71 000

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ანტონიო კონტე: წავაგეთ, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია
კარლო ანჩელოტი: ჩვენთვის შედეგი ყველაფერზე მაღლა დგას

* * *
რობერტო მანჩინის "გალათასარაიმ" მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიჯიბა. ბედის ირონიით, "იუვენტუსის" ჯგუფში ჩარჩენაში ფელიპე მელომ შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს, მელომ, რომელიც ტურინიდან ნაწყენი გამოშვეს.

ბრაზილიელმა მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე და მესამე გოლები პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა და ორივე ემანუელ ებუეს აქტიურობას მოჰყვა, ხოლო მათი ავტორები თურქთაგან ბოლო დღეებში ცოტა მოძულებული უესლი სნეიდერი და მისი აღმატებულება დიდიე დროგბა გახდნენ.

მეორე ნახევარში "გალა" მშვიდად იყო, მანჩინიმ გუნდის ენერგია დაზოგა.

"კოპენჰაგენმა" ერთადერთი, რაც შეძლო, მატჩის ბოლოსკენ კლოდემირის მიერ გატანილი გოლი გახლდათ, ბრაზილიელმა მოკლე და ეფექტური კომბინაცია დააგვირგვინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
გალათასარაი-კოპენჰაგენი 3:1
გოლები: 1:0 ფელიპე მელო (10), 2:0 სნეიდერი (38), 3:0 დროგბა (45), 3:1 კლოდემირი (88)
გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - ებუე, შეჯუ, კაია, ნუნკუ - ფელიპე მელო (76. გიულშელამი), სელჩუკ ინანი, ბრუმა - სნეიდერი (80. ამრაბატი) - დროგბა (86. უმუთ ბულუთი), ბ. ილმაზი.
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი - ბრაატენი (84. ტუტუ), კლაუდემირი, დელანი, გისლასონი (46. ბოლანიოსი) - იორგენსენი, ვეტოკელე (46. ადი).
არბიტრი: ალექსანდრ სტავრევი (მაკედონია)
გაფრთხილება: დელანი
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 12-17 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 9-8(7-4) ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 51 500

მომდევნო ტური
5 ნოემბერი:
იუვენტუსი-რეალი, კოპენჰაგენი-გალათასარაი

იხილეთ დანარჩენი ჯგუფების მატჩები:
A ჯგუფი: ორი ნამდვილი ერთი მოჩვენების შემდეგ [VIDEO]
C ჯგუფი: იბრაჰიმოვიჩის პოკერი [VIDEO]
D ჯგუფი: ყანა ჩვენ რას დაგვაკლებს?! [VIDEO]


გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოლანდო:))))))) იბრაჰიმოვიჩი მაინც დაწერე, ვახ რეალის ფანი!! ამ ქვეყანაში პროფესინალიზმი 0
vaxo
14:44 24-10-2013
0
ვინც რონალდოზე იტყვის ეგ რა ფეხბურთელიაო,იმას ფეხბურთი ელემენტარულად არ ესმის. რონალდო მაგარია, მაგრამ არა ”დიდი”, დიდი ფეხბურთელები არ კადრულობენ ეგეთებს. ფეხის პატარა მიკვრაზე წაქცევა პენალტის აკიდება ჩვეულებრივი ამბავია,მაგრამ რაც გუშინ მაგან გააკეთა არ იყო ღირსეული საქციელი.
გოლანდო
11:05 24-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული