23 ოქტომბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის მატჩში დიდი ბრძოლა გაჩაღდა.
ანგარიში კრიშტიანო რონალდომ უკვე მე-4 წუთზე გახსნა, ფერნანდო ლორენტემ 22-ეზე გაათანაბრა, 29-ე წუთზე კი რონალდომ დუბლი 11-მეტრიანიდან მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 48-ე წუთზე ჯორჯო კიელინი მოედნიდან გააძევა და სტუმრები კაცნაკლულნი დატოვა.
"ძალიან მომეწონა დღეს ჩემი გუნდის თამაში. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ
ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი წარუმატებლობის მიზეზი წვრილმანებშია. რაღაც ეპიზოდებში ფორტუნამ ზურგი გვაქცია.
ამ თამაშში ოთხი მცველი გამოვიყვანე, რადგან "რეალი" ფლანგებზე ძალიან ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია სამი მცველით ვთამაშობთ, გუნდს ასეთი ტაქტიკით გარჯა არ გასჭირვებია. ძალიან კარგი იყო ფლანგზე კლაუდიო მარკიზიო. საერთოდ, მთელი გუნდი შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში კაცნაკლულნი დავრჩით.
მატჩი ჩვენც იმავე დონეზე ჩავატარეთ, როგორც "რეალმა" და სავსებით შესაძლებელი იყო, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩენოდა.
რა თქმა უნდა, ამ წაგებით ჯგუფში მდგომარეობა გავირთულეთ, მაგრამ სამაგიეროდ, დავამატკიცეთ, რომ სათანადოდ თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია.
თუკი შარშანდელ სეზონში "ბაიერნმა" კლასით გვაჯობა, დღეს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს დიდად არ ჩამოუვარდება.
არ ვფიქრობ, რომ კრიზისი გვაქვს, თუმცა თამაშის წინ ამის შესახებ ბევრი ლაპარაკობდა. მე პირიქით მგონია... " - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. B ჯგუფი: გოლანდო! [VIDEO]