კარლო ანჩელოტი: ჩვენთვის შედეგი ყველაფერზე მაღლა დგას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახარებული იყო ტურინის "იუვენტუსთან" გამარჯვების გამო.

23 ოქტომბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის მატჩში "სამეფო კლუბს" მძიმე ბრძოლა გადახდა.

ანგარიში კრიშტიანო რონალდომ უკვე მე-4 წუთზე გახსნა, ფერნანდო ლორენტემ 22-ეზე გაათანაბრა, 29-ე წუთზე კი რონალდომ დუბლი 11-მეტრიანიდან მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 48-ე წუთზე ჯორჯო კიელინი მოედნიდან გააძევა და სტუმრები კაცნაკლულნი დატოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"ძალიან რთულ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. შესაძლოა, უკეთესადაც შეგვეძლო გვეთამაშა, თუმცა ჩვენთვის უმთავრესი
მაინც შედეგია.

ვფიქრობ, პრობლემები მხოლოდ დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვქონდა, სადაც არასაკმარისად კომპაქტურად ვირჯებოდით. თუკი ამას მხედველობაში არ მივიღებთ, შეიძლება ითქვას, რომ "რეალმა" საკმაოდ დაბალანსებული თამაში აჩვენა.

ჩვენ უკვე მესამე მატჩი ჩავატარეთ 4-3-3 ტაქტიკური სქემით. ამ სტრატეგიით გუნდი თავდაჯერებულია და ამიტომაც რაიმეს შეცვლის საჭიროებას ვერ ვხედავ.

გარეთ ბეილს მარჯვნივ თამაში მოსწონს და ყოველთვის მხოლოდ იქ ითამაშებს.

ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალის. მალე "კამპ ნოუსკენ" გავეშურებით, სადაც ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენება გვმართებს, რათა საჭირო შედეგს მივაღწიოთ",
- აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. B ჯგუფი: გოლანდო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული