6 ნოემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "მეთოფეებმა" აარონ რემსის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ამით ვენგერის შეგირდებმა რევანში აიღეს ლონდონში ორი კვირის წინ განცდილი მარცხისთვის (1:2).
"ძალიან გამახარა ჩემი ფეხბურთელების მიზანსწრაფულობამ. პირველივე წუთებიდან დიდი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით და ასე გაგრძელდა მატჩის ბოლომდე. მიუხედავად ამისა, თავი კარგად დავიცავით და შეცდომები არ დავუშვით.
"არსენალი" კომპაქტურად და გუნდურად თამაშობდა. მართალია, პირველ ტაიმში იყო ჩვენთვის ძალიან მძიმე მონაკვეთი,
როდესაც გავიტანეთ, კარგად ვიცოდი, რომ დარჩენილ დროში ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევდა. თუმცა შეგვეძლო ანგარიშში სხვაობის გაზრდაც, რადგან მომენტები გვქონდა.
შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაციის შენარჩუნება გვმართებდა და შეგვეძლო საკუთარი ოსტატობის ხარჯზე გამარჯვება. ასეც მოხდა.
დღეს ჩვენმა დაცვამ დორტმუნდელთა ნამდვილი ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა. ჩვენი ძლიერი ნებისყოფა და ტაქტიკური განსწავლულობა ვაჩვენეთ. ეს ძვირფასი გამარჯვებაა, რომელიც თავდაჯერებას შეგვმატებს. დამეთანხმებით, ბევრს არ შეუძლია ჩამოვიდეს დორტმუნდში და აქ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგოს".
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. F ჯგუფი: "ნაპოლი" ვეზუვივით ამოიფრქვა [VIDEO]