კაკა: იმედი მაქვს, "მილანში" გოლების რაოდენობას საშობაოდ ასამდე გავზრდი

AutoSharing Option
"მილანის" ჰავბეკი კაკა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩში "სელტიკს" გოლი გაუტანა, იმედოვნებს, რომ კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობას საშობაოდ ასამდე გაზრდის.

მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 26 ნოემბერს, სტუმრად გლაზგოში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი კაკამ (მე-13 წუთი), საპატამ (49) და ბალოტელიმ (60) გამოიჩინეს.

"ამ მატჩში გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერები ვართ, რომ ასე მოხდა. დღეს ჩვენ ვნახეთ გუნდი, რომელსაც მართლა შეუძლია კარგად თამაში. ახლა მომავალ მატჩში (სერია A-ში "კატანიასთან") გამოჩნდება, სწორ გზაზე ვდგავართ
თუ არა.

ვფიქრობ, ჩვენს გუნდში ლიდერები საკმარისად არიან - მონტოლივო, აბიატი, დე იონგი... ახლა მეც ვგრძნობ თავს "მილანის" ლიდერად.

საერთოდ, ამ გუნდში თავს საუცხოოდ ვგრძნობ. ვცხოვრობ ქალაქში, სადაც ხალხს ვუყვარვარ. ეს ყველაფერი კი მეხმარება, მოედანზე ბრწყინვალე ემოციებით გავიდე.

"მილანში" უკვე 98 გატანილი გოლი დამიგროვდა და კიდევ ორი მჭირდება "დასამრგვალებლად". იმედი მაქვს, ამას შობამდე მოვახერხებ",
- აქვეყნებს ბრაზილიელის ნათქვამს "მილანის" ოფიციალური საიტი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. H ჯგუფი: "მილანმა" ჯავრი "სელტიკზე" იყარა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული