"ლევერკუზენი" სამშობლოს არცხვენს - ასეთი ანგარიშით გერმანიაში აქამდე არავის მოუგია

AutoSharing Option
თუკი მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგისა და ზოგადად, გერმანული ფეხბურთის იმიჯს მაღლა სწევს, ლევერკუზენის "ბაიერი" დაბლა ექაჩება.

ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე მყოფი "ლევერკუზენი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" სასტიკად შერცხვა - საკუთარ "ბაი არენაზე" 0:5 განადგურდა.

მატჩის შემდეგ ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი იმდენად განრისხებული იყო, რომ თავი ვეღარ შეიკავა და ტელეკომპანია "სქაის" პირდაპირ ეთერში ლამის ყვიროდა.

"ასეთი საზიზღარი თამაშის შემდეგ, რომელიც 0:5 წავაგეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზე საუბარი ძალიან ძნელი, მეტიც, უადგილო და სამარცხვინოა.

მერე რა, რომ ჩვენი მეტოქე დღეს ევროპის ერთ-ერთი გრანდი, თვით "მანჩესტერ
იუნაიტედი" იყო - ასეთი ანგარიშით წაგების უფლება მაინც არ გვქონდა. ეს 0:5 "ლევერკუზენის" ისტორიაში შავ ლაქად დარჩება,"
- განაცხადა 53 წლის ფიოლერმა მატჩის შემდეგ.

მიუხედავად ასეთი მარცხისა, "ლევერკუზენს" ბოლო ტურისთვის მაინც შერჩა მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისათვის სამი ჰიიპიას გუნდმა ბოლო ტურში, "რეალ სოსიედადთან" სტუმრად, იმაზე მეტი ქულა უნდა აიღოს, ვიდრე დონეცკის "შახტარი" მოიპოვებს მანჩესტერში.

"ესპანეთში მოსაგებად უნდა ჩავიდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფანებს ამ მარცხისთვის მოვუბოდიშოთ. თუმცა ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელში აღარაა," - წუხს ფიოლერი.

"ლევერკუზენისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირებაში დაფიქსირებული 0:5 ფეხბურთის ისტორიისთვის ბევრი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგა 1992 წლიდან ტარდება.

გერმანულ კლუბს საკუთარ მოედანზე 0:5 აქამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული - "ლევერკუზენამდე" ეს ბრემენის "ვერდერმა" 1994 წლის 30 მარტს, "პორტუსთან" "მოახერხა". საკუთარ მოედანზე კი გერმანულ კლუბს ევროტურნირებზე ამაზე დიდი სხვაობით აქამდე არასდროს წაუგია.

თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად პირველად მოიგო ამხელა სხვაობით. ინგლისური კლუბებიდან ეს რეკორდი აქამდე ლონდონის "ჩელსის" ეკუთვნოდა, რომელმაც 1999 წელს "გალათასარაი" სტამბულში ასევე 5:0 გაანადგურა.

ამასთან, "იუნაიტედი" გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, გერმანიაში სამზე მეტი გოლი გაიტანა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. A ჯგუფი: დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
"გერმანულ კლუბს საკუთარ მოედანზე 0:5 აქამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული - "ლევერკუზენამდე" ეს ბრემენის "ვერდერმა" 1994 წლის 30 მარტს, "პორტუსთან" "მოახერხა". საკუთარ მოედანზე კი გერმანულ კლუბს ევროტურნირებზე ასეთი სხვაობით აქამდე არასდროს წაეგო."

:| ა?
Zuka Berdzenishvili
11:35 29-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული