ასე იზეიმეს დორტმუნდელებმა - პირველი ლუდი ავტობუსის მძღოლმა გახსნა

AutoSharing Option
ლუდი ყოველთვის ძალიან გემრიელია, მით უმეტეს, გამარჯვების შემდეგ, მაგრამ არსებობს ისეთი გამარჯვებებიც, რომელთა შემდეგ ლუდის დალევა განსაკუთრებული განცხრომაა.

სწორედ ასეთი კატეგორიიდანაა ის გამარჯვება, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიამ" ოთხშაბათს მარსელში იზეიმა.

კევინ გროსკროიტცმა გამარჯვების გოლი "ველოდრომზე" ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე გაიტანა და ამ გოლით "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა. თანაც, "დორტმუნდმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფში შედარებით სუსტ მეტოქეს უნდა ელოდოს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შესაბამისი იყო იურგენ კლოპისა და მისი შეგირდების ზეიმიც მატჩის შემდეგ. ფეხბურთელები ავტობუსში ახალი ჩამსხდრები იყვნენ,
როცა ავტობუსის მძღოლმა ლუდის პირველი ბოთლები გახსნა.

ხეირიანი სმა კი მოგვიანებით, სასტუმროში დაიწყო.

"ჰო, ლუდი მართლაც ვსვით. ასეთი მატჩის შემდეგ ალკოჰოლი აუცილებელია, მაგრამ ნუ გეშინიათ, ფეხბურთელები არ დამთვრალან! უბრალოდ, გამარჯვება შევირგეთ! 2-3 კათხა ლუდი ყველასათვის, რა თქმა უნდა, კევინ გროსკროიტცმა იკისრა. იმდენად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომ საკისრებელი სწორედაც ჰქონდა,
" - აღნიშნა კლოპმა.

"ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ფეხბურთელები სასტუმროს ნომრებში დილის 4 საათზე არეკა - ბევრსაც ნუ ვიზეიმებთ, რაც უნდა იყოს, მხოლოდ მერვედფინალში გავედით, შაბათს კი "ჰოფენჰაიმთან" რთული მატჩი გველისო. "ბორუსიას" ახლა გამარჯვებები განსაკუთრებით ბუნდესლიგაში სწყურია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. F ჯგუფი: ფინიტა ლა ტრაგედია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული