სწორედ ასეთი კატეგორიიდანაა ის გამარჯვება, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიამ" ოთხშაბათს მარსელში იზეიმა.
კევინ გროსკროიტცმა გამარჯვების გოლი "ველოდრომზე" ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე გაიტანა და ამ გოლით "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა. თანაც, "დორტმუნდმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფში შედარებით სუსტ მეტოქეს უნდა ელოდოს.
შესაბამისი იყო იურგენ კლოპისა და მისი შეგირდების ზეიმიც მატჩის შემდეგ. ფეხბურთელები ავტობუსში ახალი ჩამსხდრები იყვნენ,
ხეირიანი სმა კი მოგვიანებით, სასტუმროში დაიწყო.
"ჰო, ლუდი მართლაც ვსვით. ასეთი მატჩის შემდეგ ალკოჰოლი აუცილებელია, მაგრამ ნუ გეშინიათ, ფეხბურთელები არ დამთვრალან! უბრალოდ, გამარჯვება შევირგეთ! 2-3 კათხა ლუდი ყველასათვის, რა თქმა უნდა, კევინ გროსკროიტცმა იკისრა. იმდენად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომ საკისრებელი სწორედაც ჰქონდა," - აღნიშნა კლოპმა.
"ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ფეხბურთელები სასტუმროს ნომრებში დილის 4 საათზე არეკა - ბევრსაც ნუ ვიზეიმებთ, რაც უნდა იყოს, მხოლოდ მერვედფინალში გავედით, შაბათს კი "ჰოფენჰაიმთან" რთული მატჩი გველისო. "ბორუსიას" ახლა გამარჯვებები განსაკუთრებით ბუნდესლიგაში სწყურია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. F ჯგუფი: ფინიტა ლა ტრაგედია [VIDEO]