ჰანს-იოახიმ ვატცკე: დორტმუნდის "ბორუსიასთვის" წილისყრა ნორმალური იყო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა.

16 დეკემბერს ნიონში გამართულ წილისყრაზე "ბორუსიას" ამ სტადიაზე მეტოქედ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" ერგო.

"ჩვენთვის აბსოლუტურად ნორმალური წილისყრა იყო. რაც შეეხება მეტოქე გუნდს, მას კარგი, დაოსტატებული ფეხბურთელები ჰყავს.

გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ კლიმატურ პირობებში მოგვიწევს მატჩის ჩატარება",
- თქვა ვატცკემ გერმანული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

ჩემპიონთა ლიგაში 1/8-ფინალები 18/19 და 25/26 თებერვალს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული