16 დეკემბერს ნიონში გამართულ წილისყრაზე "ბორუსიას" ამ სტადიაზე მეტოქედ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" ერგო.
"ჩვენთვის აბსოლუტურად ნორმალური წილისყრა იყო. რაც შეეხება მეტოქე გუნდს, მას კარგი, დაოსტატებული ფეხბურთელები ჰყავს.
გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ კლიმატურ პირობებში მოგვიწევს მატჩის ჩატარება", - თქვა ვატცკემ გერმანული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.
ჩემპიონთა ლიგაში 1/8-ფინალები 18/19 და 25/26 თებერვალს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა