ხერარდო მარტინო: არ ვარ დარწმუნებული, რომ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "მანჩესტერ სიტისთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მატჩის დაწყებამდე წინათგრძნობა გვქონდა, რომ თუ ბურთის კონტროლს ჩვენს თავზე ავიღებდით, "სიტი" თავის ჩვეულ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა. პირველ ტაიმში 10 წუთით ბურთზე კონტროლი დავკარგეთ, დანარჩენ შემთხვევაში კარგად ვითამაშეთ.

სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და იმავე ტემპში გავაგრძელოთ თამაში. არ გვაქვს დრო, რომ მოვდუნდეთ, უკვე პრიმერას მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.

ყველა ტურნირში ჩვენ წინაშე კონკრეტული ამოცანებია.

არ ვარ დარწმუნებული, რომ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია. უბრალოდ, კარგი გასვლითი
მატჩი ჩავატარეთ და იგივე უნდა გავაკეთოთ შინ",
- თქვა მარტინომ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა"-"მანჩესტერ სიტი" 12 მარტს გაიმართება.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული