ვენსან კომპანი: მსგავს ჯარიმებს პრემიერლიგაში არც კი დანიშნავდნენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მცველმა ვენსან კომპანიმ "ბარსელონასთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"შესაძლოა, როცა თამაში 11-11-ზე მიდიოდა, მეტოქის მიმართ ზედმეტ პატივისცემას ვიჩენდით.

ძალიან ბევრი წესის დარღვევა დაფიქსირდა, რომელსაც პრემიერლიგაში არც კი დანიშნავდნენ. მატჩი რომ უფრო დინამიკური ყოფილიყო, კარგი იქნებოდა ჩვენთვის.

სიხარულის მიზეზი არ გვაქვს. ვერავის წავუყენებ პრეტენზიას იმის გამო, რომ ის ბოლომდე არ იბრძოდა. ამ ანგარიშის შემოტრიალება ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით",
- თქვა კომპანიმ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია
[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული