არსენალი-ბაიერნი. გამოხმაურება: მსაჯმა თამაში მოკლა?!

AutoSharing Option
პრემიერლიგის გრანდები - "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" წილისყრამ "ბარსელონასთან" და "ბაიერნთან" დააწყვილა. აშკარაა, მათ საშინლად არ გაუმართლათ.

იღბალმა ორივეს უმტყუნა თამაშის მიმდინარეობისასაც. ერთიც და მეორეც კაცნაკლული დარჩა მეტოქესთან, რომელიც წყვილში ისედაც ფავორიტად მიიჩნეოდა.

"მეთოფეებს" მიუნხენში მოგება მართებთ და ეს რომ შეუძლიათ, შარშანდელ პლეი ოფშიც დაამტკიცეს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ შანსი ცოტაა, "არსენალის" გამოტირება ჯერ მაინც ადრე გვგონია. უბრალოდ, მთელი რიგი წამყვანი ფეხბურთელებისა და ძირითადი მეკარის გარეშე ამოცანა კიდევ უფრო გართულდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

და მაინც, თამაშგარემდე ჩრდილოლონდონელებს 90 წუთი წინ
აქვთ. ახლა კი არსენ ვენგერის მატჩისშემდგომ კომენტარებს გავეცნოთ.

"შჩესნისა და რობენის მსგავს ეპიზოდებს მსაჯები ყველა ქვეყანაში თავისებურად აფასებენ. იტალიაში ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ეს ნიკოლა რიცოლიმ გააკეთა. მეკარე ბურთზე მიდიოდა და რობენს ამიტომაც შეეხო.

როგორც ჩანს, ვოიცეხმა სიტუაცია სათანადოდ ვერ შეაფასა, თუმცა წესის დარღვევა რომ არ სურდა, ამაში დარწმუნებული ვარ. სამწუხაროდ, გაძევებამ თამაშის შინაარსი მთლიანად შეცვალა. არა, კი არ შეცვალა, არამედ მოკლა ის.

იქამდე უმაღლესი დონის ფეხბურთის მოწმენი ვიყავით, მეორე ტაიმში კი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მატჩი უკვე მოსაწყენი გახდა, რადგან თამაში უკვე ცალ კარში მიდიოდა. ჩვენ ჯერ გიბსი დავკარგეთ ტრავმის გამო, მერე იძულებულნი გავხდით, მოედანზე მეკარე შეგვეყვანა. მესამე ცვლილებას კი, როგორც წესი, ბოლოსთვის ინახავ იმის შიშით, რომ კიდევ ერთი მოთამაშე არ დაგემტვრეს.

რა გამოდის? ვიჯექით ყრუ დაცვაში და იმის შანსიც არ გვქონდა, რომ მოედანზე რამე შეგვეცვალა. ამ დროს კი მეტოქე ერთიმეორის მიყოლებით უშვებდა დასვენებულ ფეხბურთელებს.

რობენი გამოცდილი ფეხბურთელია. მან მშვენივრად იცის, როგორ უნდა მიიღოს ყოველი კონკრეტული მომენტიდან მაქსიმუმი. ზოგადად, "ბაიერნსაც" ეხერხება ეს.

დღეს ბევრი ისეთი ჯარიმა დაინიშნა, რომლის გამოც ინგლისში თამაშს არავინ გააჩერებდა, თუმცა ეს ევროთასების სპეციფიკაა და ამას უნდა შევეგუოთ.

რატომ არ ითამაშა ჟირუმ? იმიტომ, რომ ფორმაში არ არის. როცა ის ზედიზედ თამაშობს ხოლმე, საყვედურებს ვიღებ ამის გამო, ხოლო როცა ვასვენებ, მაშინ მეკითხებიან, თუ რატომ არ თამაშობს. დიახ, დღეს საღამოს მე მას ამოსუნთქვის საშუალება მივეცი. ეს არ ყოფილა სასჯელი. ოლივიე საკმაოდ ძლიერი ბიჭია და ის, რაც მის პირად ცხოვრებაში ხდება, მოედანზე მის თამაშზე გავლენას არ ახდენს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენალი-ბაიერნი 0:2 - "ბაიერნი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამასი გეთანხმებით რომ ამ ეტაპზე არსენალი ბაიერნის მომგები არაა, მაგრამ იმას ნუ უარყოფთ რომ ხშირად ბედიც არ სწყალობთ, - იმას ვგულისხმობ ლიგაზე ნახევარფინალში ბარსას სახლში 2:1 მოუგო და გასვლაზე 3:1- ს რომ აგებდა მსაჯმა ვან პერსი თამაშგარედან გატანილი გოლისთვის რომ გააგდო და მართლა გააფუჭა თამაში, სულ ერთი გოლი აკლდა არსენალს ფინალში გასასვლელად და გამორიცხული არ იყო ვან პერსი რომ დარჩენილიყო გაეტანა, ბოლო წუთებზე შესვლაზე შესულმა ბენტნერმა კი ორიოდე მეტრიდან კარს ააცილა! - - მოკლედ ვენგერს და გვარდიოლას დაპირისპირება გვარდიოლას სასარგებლოდ წყდება! - ეს გვარდიოლაც მაურინიოსავით ტოპ კლუბებს წრთვნის და თავი გენიოსები გონიათ!
brola
19:05 21-02-2014
0
ემრე, პირველ ტაიმში ბურთის ფლობა 36/64 იყო და კარში დარტყმები 5/10. რაც შეეხება მეკარის გაგდებას, მსაჯს სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა. არსენალი რომ ამ ეტაპზე ბაიერნის მომგები არ არის, მაგაზე ნუ ვიდავებთ. მეც, რა თქმა უნდა, 11 11ზე მერჩია თამაშის ყურება, უკეთესი თამაში იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაგ შემთხვევაშიც, ბაიერნი ორი ბურთის სხვაობით მოიგებდა.
emre-ს
17:48 21-02-2014
0

სიახლეები პოპულარული