არსენალი-ბაიერნი. გამოხმაურება: მსაჯმა თამაში მოკლა?!

AutoSharing Option
პრემიერლიგის გრანდები - "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" წილისყრამ "ბარსელონასთან" და "ბაიერნთან" დააწყვილა. აშკარაა, მათ საშინლად არ გაუმართლათ.

იღბალმა ორივეს უმტყუნა თამაშის მიმდინარეობისასაც. ერთიც და მეორეც კაცნაკლული დარჩა მეტოქესთან, რომელიც წყვილში ისედაც ფავორიტად მიიჩნეოდა.

"მეთოფეებს" მიუნხენში მოგება მართებთ და ეს რომ შეუძლიათ, შარშანდელ პლეი ოფშიც დაამტკიცეს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ შანსი ცოტაა, "არსენალის" გამოტირება ჯერ მაინც ადრე გვგონია. უბრალოდ, მთელი რიგი წამყვანი ფეხბურთელებისა და ძირითადი მეკარის გარეშე ამოცანა კიდევ უფრო გართულდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

და მაინც, თამაშგარემდე ჩრდილოლონდონელებს 90 წუთი წინ
აქვთ. ახლა კი არსენ ვენგერის მატჩისშემდგომ კომენტარებს გავეცნოთ.

"შჩესნისა და რობენის მსგავს ეპიზოდებს მსაჯები ყველა ქვეყანაში თავისებურად აფასებენ. იტალიაში ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ეს ნიკოლა რიცოლიმ გააკეთა. მეკარე ბურთზე მიდიოდა და რობენს ამიტომაც შეეხო.

როგორც ჩანს, ვოიცეხმა სიტუაცია სათანადოდ ვერ შეაფასა, თუმცა წესის დარღვევა რომ არ სურდა, ამაში დარწმუნებული ვარ. სამწუხაროდ, გაძევებამ თამაშის შინაარსი მთლიანად შეცვალა. არა, კი არ შეცვალა, არამედ მოკლა ის.

იქამდე უმაღლესი დონის ფეხბურთის მოწმენი ვიყავით, მეორე ტაიმში კი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მატჩი უკვე მოსაწყენი გახდა, რადგან თამაში უკვე ცალ კარში მიდიოდა. ჩვენ ჯერ გიბსი დავკარგეთ ტრავმის გამო, მერე იძულებულნი გავხდით, მოედანზე მეკარე შეგვეყვანა. მესამე ცვლილებას კი, როგორც წესი, ბოლოსთვის ინახავ იმის შიშით, რომ კიდევ ერთი მოთამაშე არ დაგემტვრეს.

რა გამოდის? ვიჯექით ყრუ დაცვაში და იმის შანსიც არ გვქონდა, რომ მოედანზე რამე შეგვეცვალა. ამ დროს კი მეტოქე ერთიმეორის მიყოლებით უშვებდა დასვენებულ ფეხბურთელებს.

რობენი გამოცდილი ფეხბურთელია. მან მშვენივრად იცის, როგორ უნდა მიიღოს ყოველი კონკრეტული მომენტიდან მაქსიმუმი. ზოგადად, "ბაიერნსაც" ეხერხება ეს.

დღეს ბევრი ისეთი ჯარიმა დაინიშნა, რომლის გამოც ინგლისში თამაშს არავინ გააჩერებდა, თუმცა ეს ევროთასების სპეციფიკაა და ამას უნდა შევეგუოთ.

რატომ არ ითამაშა ჟირუმ? იმიტომ, რომ ფორმაში არ არის. როცა ის ზედიზედ თამაშობს ხოლმე, საყვედურებს ვიღებ ამის გამო, ხოლო როცა ვასვენებ, მაშინ მეკითხებიან, თუ რატომ არ თამაშობს. დიახ, დღეს საღამოს მე მას ამოსუნთქვის საშუალება მივეცი. ეს არ ყოფილა სასჯელი. ოლივიე საკმაოდ ძლიერი ბიჭია და ის, რაც მის პირად ცხოვრებაში ხდება, მოედანზე მის თამაშზე გავლენას არ ახდენს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენალი-ბაიერნი 0:2 - "ბაიერნი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეხლა რა არის იცით ეს ვისი გამოხმაურებაა ამ ავტორის თუ ვისი უბრალოდ ისეტი სათაური აქ არ დამიკითხავს სტატია და არც წავიკიტXავ რა მინდა რო ვთქვა უბრალოდ მინდა ვასწავლო ამ ნუ ჯურნალისტი ქვია რა !
როცა ფეხბურთელი გოლს იტანს აშკარად და მოწინააღმდეგე მას ამის შანს ართმევს ეს არის დარღვევა და წითელი ბარათით ისჯება თუ არ გაქვს წესების წაკითხული წაიკითხე და ისწავლე შენიშვნა რო არავინ მოგცეს მეორე ასეთ სათაურს რო აქვეყნებ ათასმა სულელმა შეიძლება აზრი გამოთქვას შენი სულელობა კი არ უნდა დაწერო მერე ... ეხლა მეორე დემიკელისის არ გაგდება კიდე შეიძლებოდა იმიტო რო მესი მეკარსეთან გადიოდა პირისპირ და არავინ იცის გაიტანდა თუ ვერა(თუმცა წესებით მსაჯს ვერავინ ვერაფერს მოთხოვს ამ შემ
თხვევაში) ხოლო რობენი ბურთიანად შევიდოდა კარში ანუ ეს იგივეა დაახლოებით სუარესმა რო გამოიტანა კარიდან ხელით იქაც 100% გადიოდა გოლი და სუარესმა აღკვეთა ხელით ხოლო არ ჩესნიმ რობენი მოჩეხა.კიდე ერთს გეტყვი მიულერზე იყო 100 %იანი პენალი გადაამოწმე კადრები და ნახავ.და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტისაც გაუგდეს კაცი და ისე მოიგო და მაგ თამაშს მოყვა გამოხმაურება მთავარი ბურთის კონტროლია და ბავარიამ სადაც ბურთის ფლობა მეორე ტაიმში 15-85 ზე იკო მსაჯმა მოკლა თამაში არა ?ასე რომ სანამ რაღაც სტატიას დადებ პროფესიონალს მაინც კითხე ვინმე არავინაა ჯურნალისტიკაში რო გითხრას რა დაწერო რა არა ეგრე ყველა ...ეობა გამოხმაურება როდემდე უნდა წერო?
vazha
15:32 21-02-2014
0
vazha სანამ არსენალი 10 კაცით დარჩებოდა რატო მაშინ არ იყო ბურთის ფლობა 15-85 ზე? თანაბარი თამაში მიდიოდა, მომენტებს უფრო არსენალი ქმნიდა კიდე. შესნი შეეძლო გაეგდო და შეეძლო არ გაეგდო, ყვითელი რო მიეცა მარტო ვინ ამოიღებდა ხმას? არც არავინ. მეორე ტაიმში კიდე რათ უნდა ბევრი ლაპარაკი 10 კაცით დარჩენილი არსენალი რო ვერაფერს უზავდა ბაიერნს
emre
16:04 21-02-2014
0

სიახლეები პოპულარული