* ჯექსონ მარტინესმა (პორტუ) ბოლო 13 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
* პაულო სოუზა "ბაზელის" პორტუგალიელი მწვრთნელია. ის ფეხბურთელობისას 12-ჯერ ეთამაშა "პორტუს" და მხოლოდ ორჯერ გამოვიდა გამარჯვებული.
ეს, ალბათ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილთაგან ყველაზე ნაკლებ ინტერესს იწვევს, თუ არ ჩავთვლით შვეიცარიასა და პორტუგალიას, თუმცა ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ მოსაწყენი დუელი გველის. შესაძლოა, სულაც პირიქით იყოს...
პაულო სოუზა (ბაზელი):
"ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო საკლუბო ტურნირია. ეს ის დონეა, სადაც ჩვენ
"პორტუს" თამაში ზედმიწევნით გავაანალიზეთ. მართალია, მეტოქეს გააჩნია, მაგრამ თამაშისას ჩვენს სტილსა და პრინციპებს არ ვღალატობთ. შეხედეთ სტატისტიკა - მხოლოდ "რეალს", "ჩელსის" და "პორტუს" არ წაუგიათ ლიგაზე. ჩვენმა მეტოქემ 19 გოლის გატანაც შეძლო".
ხულიენ ლოპეტეგი (პორტუ):
"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალია, ეს დიდებული მომენტია გუნდისთვის. სხვათა შორის, ჩვენი დუელი ძალიან დაბალანსებული იქნება, ამას მალე თავადვე ნახავთ. მეტოქე ყოჩაღი და საკმაოდ გამოცდილი გუნდია.
ორი თვეა, "ბაზელი" ამ თამაშისთვის ემზადება, ეს მათთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალია".
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
18 თებერვალი. სტ. იაკობ პარკი (ბაზელი). 23:45
ბაზელი-პორტუ
დისკვალიფიკაცია: სხარი (ბაზ)
ტრავმა: ივანოვი - ადრიანი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
სტატისტიკა
როგორო მოვიდნენ აქამდე
ბაზელი
B ჯგ. II ადგ. 7 ქ
1:5 რეალი (ს)
1:0 ლივერპული (შ)
0:1 ლუდოგორეცი (ს)
4:0 ლუდოგორეცი (შ)
0:1 რეალი (შ)
1:1 ლივერპული (ს)
პორტუ
H ჯგ. I ადგ. 14 ქ
6:0 ბატე (შ)
2:2 შახტარი (ს)
2:1 ბილბაო (შ)
2:0 ბილბაო (ს)
3:0 ბატე (ს)
1:1 შახტარი (შ)
ბაზელი
მეკ: ვაცლიკი (6)
მცვ: სხარი (6), სუხი (6, 1), საფარი (5), ჯაკა (5), სამუელი (2), აიეტი (1), დაგენი (1), ალი (1)
ნახ: ელ ნენი (6), ფ. ფრაი (6, 1), ზუფი (5), გაში (3, 1), დიასი (3), კალია (3), ჰამუდი (3),კაკიტანი (2), დელგადო (2)
თავ: ემბოლო (6, 1), გონსალესი (6, 2), შტრელერი (3, 1), სიო (1)
პორტუ
მეკ: ფაბიანო (7), ფერნანდესი (1)
მცვ: მარტინს ინდი (8), სანდრო (8), დანილო (7), მაიკონი (7), მარკანო (3), რეიესი (1)
ნახ: ბრაიმი (7, 5), ტორესი (7), ერერა (7, 3), კასემირო (6), კვარეჟმა (6, 1), ნევესი (5), ევანდრო (4), კინტერო (4)
თავ: მარტინესი (7, 6), ტელიო (6, 1), ადრიანი (5, 1), აბუბაქარი (3, 2), პერეირა (2), კელვინი (1)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"