* მარკო შტრელერმა (ბაზელი) შესაძლოა, ევროთასებზე უკანასკნელი მატჩი ითამაშოს, ის კარიერას ასრულებს.
* "პორტუს" ტრავმის გამო ჯექსონ მარტინესი აკლია.
* "პორტუმ" ბოლო 8 მატჩიდან 7-ში იმარჯვა.
შვეიცარიული 1:1-ის შემდეგ "პორტუ", რასაკვირველია, ფავორიტია, მაგრამ ბრძოლა "ბაზელსაც" შეუძლია და ეს ბევრჯერ აქვს დამტკიცებული.
პირველი მატჩის ანგარიში პორტუგალიელთა სასარგებლოდ მეტყველებს, ისევე, როგორც სტატისტიკაც, მაგრამ "პორტუს" კაპიტანი და მთავარი მეგოლე ჯექსონ მარტინესი არ ეყოლება, ეს კი დიდი დანაკლისია. კოლუმბიელი ვერაფრით ასწრებს გამოჯანმრთელებას.
ხულიენ ლოპეტეგი (პორტუ): "ჩვენ ვსაუბრობთ ჩემპიონთა
დაძაბული, ინტენსიური დაპირისპირება გველის და ჩვენ საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ.
პირველ რიგში, წარმატების მიღწევა თუ გვსურს, კარი კარგად უნდა დავიცვათ. "ბაზელს" ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ზიანის მოყენება შეუძლიათ. მეტოქე გამოცდილი და ძალიან სწრაფია. დიდი იმედი მაქვს ფანების, რომლებიც ხვალ მხარს ბოლომდე დაგვიჭერენ. ჩვენ ეს მოგზაურობა უბილეთოდ დავიწყეთ, მაგრამ ახლა აქ ვართ, სადაც ვართ. ბილეთი თავად მოვიპოვეთ".
პაულო სოუზა (ბაზელი): "ბრწყინვალეა, ჩვენ საუკეთესოთა შორის ვართ და კვლავ ვინარჩუნებთ წინსვლის შანსს. როცა კი "პორტუ" ზეწოლას შეამცირებს, მაშინვე შევეცდებით ჩვენი შანსების გამოყენებას და გოლის გატანას.
დღეს უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე სამი კვირის წინათ".
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
10 მარტი. პორტუ (პორტ). დრაგაუ. 23:45
პორტუ-ბაზელი
პირველი თამაში: 1:1
დისკვალიფიკაცია: სუხი (ბაზელი)
ტრავმა: მარტინესი - დელგადო, ივანოვი, ტრაორე
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ: ფაბიანო - ალექს სანდრო, მაიკონი, მარკანო, დანილო - კასემირო, ერერა, ევანდრო - ბრაიმი, ტელიო, აბუბაქარი
ბაზელი: ვაჩლიკი - ჯაკა, შარმი, სამუელი, საფარი - ფრაი, ელნენი - გონსალესი, ზუფი, გაში - შტრელერი
მსაჯი: იუნას ერიქსონი (შვედ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"