ფრანც ბეკენბაუერი: დანტე ისე თამაშობს, თითქოს სათხილამურო ფეხსაცმელი აცვია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მცველმა ფრანც ბეკენბაუერმა "პორტუსა" და "ბაიერნს" შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ გერმანული გუნდი სტუმრად ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

"მოედანზე ვერ ვნახე "ბაიერნის" ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ნორმალურად ეთამაშა. ეს ჩვენი შავი დღე იყო. ზოგჯერ ასეთი რამე ხდება.

როცა შენს გუნდში მეკარე და მცველი ცუდად თამაშობენ, ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ "პორტუსთან" მატჩში ცუდი შედეგის მისაღწევად მთელმა გუნდმა იმუშავა.

დანტე ჩრდილოეთ პოლუსიდან ან ისლანდიიდან რომ ყოფილიყო, მისი გამოსვლა ნორმალური იქნებოდა. ის ისე თამაშობს, თითქოს სათხილამურო ფეხსაცმელი აცვია", -
თქვა ბეკენბაუერმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
პორტუ-ბაიერნი 3:1 - ღვთაებრივი კომედია "დრაგაოზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული