"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" "ბარსელონამ" 3:1 აჯობა ტურინის "იუვენტუსს" და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლა.

მე-4 წუთზე ანდრეს ინიესტას პასით ანგარიში ივან რაკიტიჩმა გახსნა და ტაიმი "ბარსამ" 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში იტალიური გუნდი უკეთ ათამაშდა და 55-ე წუთზე კარლოს ტევესის დარტყმულს ალვარო მორატამ დაამატა - 1:1.

68-ე წუთზე ლეო მესის დარტყმული ვერ შეიმაგრა ჯანლუიჯი ბუფონმა და დამატებაზე ლუის სუარესმა იყოჩაღა - 2:1.

ბოლო წუთები "იუვენტუსმა" შეტევაში გაატარა, მაგრამ მე
-7 დამატებულ წუთზე ლუის ენრიკეს გუნდმა აქეთ გაიტანა - თავი ნეიმარმა გამოიჩინა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დასახელდა. ამგვარადა 11 აგვისტოს უეფას ევროპის სუპერთასზე ერთმანეთს ესპანური გუნდები დაუპირისპირდებიან, "ბარსელონა" და "სევილია".

ასევე იხილეთ:
ლუის ენრიკე: უნიკალური ბიჭები მყავს, გამარჯვებულები, ნამდვილი მეომრები
მასიმილიანო ალეგრი: დღეს მოგება შეგვეძლო
უნაი ემერი: თბილისში შეხვედრამდე!
ჩავის უკანასკნელი მატჩი და 25-ე ტიტული
მკითხველის კომენტარები / 6 /
Iuvenusis ragbs arcerti zurnalisti ar agnishnavs.sul cota 3 iko gasagdebi.
kaxa
10:39 09-06-2015
0
Gilocavt,gilocavt,gilocavt.ligac aris,tripletic aris.rogorc tkves ertederti gundi romelsac 2 tripletiaq agebuli.bolo 10 celshi,4 liga.
kaxa
04:25 07-06-2015
0

სიახლეები პოპულარული