თუ გუშინ ერთი გამორჩეული დუელი იყო, დღევანდელებში ასეთი სამის დასახელება შეგვიძლია.
პირველ რიგში, "ლევერკუზენისა" "ლაციოს" დუელს გამოვყოფთ. რომში "ლაციომ" 20 წლის სენეგალელი ბალდე კეიტას გოლის წყალობით მოიგო. თუკი იტალიელები იმარჯვებენ, ამ ორ ქვეყანას 3-3 წარმომადგენელი ეყოლება ჯგუფურ ეტაპზე.
"ლაციომ" ჩემპიონატიც მოგებით დაიწყო, "ლევერკუზენს" კი 2 ტურის მერე ბუნდესლიგაში ქულათა მაქსიმუმი აქვს.
ძალიან საინტერესო დუელი იქნება "ხიმკი არენაზე", სადაც ცსკა შეეცდება ლისაბონის "სპორტინგის" დამარცხებას. პირველ შეხვედრაში პორტუგალიელებმა 2:1 იმარჯვეს. ვფიქრობთ, აქ შანსები 50X50-ზეა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე ტიტულოვანი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედია". ლუი ვან გაალის გუნდი "ბრიუგესთან" დაპირისპირებაში ფავორიტია, მით უფრო, რომ პირველი შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით მოგებული აქვს.
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები
26 აგვისტო
აპოელ-ი (კვიპ)-ასტანა (ყაზ) 22:45
(პირველი მატჩი: 0:1)
ლევერკუზენი (გერ)-ლაციო (იტა) 22:45
(0:1)
ბრიუგე (ბელ)-მანჩესტერი (ინგ) 22:45
(1:3)
ცსკა (რუს)-სპორტინგი (პორტ) 22:45
(1:2)
პარტიზანი (სერბ)-ბატე (ბელ) 22:45
(0:1).