16:03 24-02-2016
ხოსეპ გვარდიოლა: მეტოქედ ეზოს გუნდი კი არ გვყავდა
AutoSharing Option
"ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი ორ კარგ გუნდ შორის. ამიტომ ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ.
საერთო ჯამში, კარგი მატჩი ჩავატარეთ. "იუვენტუსი" გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობდა. სულ ახლახან მათ ზედიზედ 13 მოგება დაუგროვდათ. გასულ წელს ისინი ჩემპიონთა ლიგაში ჩვენზე წინ გავიდნენ, ამიტომ მეტოქედ ეზოს გუნდი კი არ გვყავდა.
შედეგი დასამწუხრებელია, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ.
კმარა თუ არა ეს მეოთხედფინალში გასასვლელად? არ ვიცი, თან მგონია, რომ "იუვენტუსი" უფრო აგრესიულად ითამაშებს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. შესაძლოა ეს ყველაზე ბედნიერი საღამოა ჩემს კარიერაში.
საპასუხო მატჩი სხვანაირი იქნება. მეტოქე მოსაგებად მოვა ან შეეცდება, 3:3 ითამაშოს. ჩვენ კი შევეცდებით, გავიტანოთ. არ მგონია, რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე ვითამაშოთ. თავს მხოლოდ მაშინ დავიცავთ, როცა კარგ შეტევებს წავაწყდებით.
ჩვენ უნდა ვეთამაშოთ გუნდს, რომელშიც ბევრი ჩემპიონი ირიცხება. საპასუხო მატჩი ძალიან ლამაზი გამოვა", - თქვა გვარდიოლამ.
საპასუხო მატჩი 16 მარტს მიუნხენში გაიმართება.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული