"შეიძლება ტელევიზორიდან ჩვენი თამაში სანახაობრივი არ ჩანს, მაგრამ ეს ჩვენი თამაშია!"

AutoSharing Option
გუშინ, 27 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ანტუან გრიზმანმა კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ატლეტიკომ" "ბაიერნს" საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0.

- ატლეტიკო-ბაიერნი 1:0 - "ჩოლომ" ბრძოლა მოიგო, ომი გაგრძელდება [VIDEO]

"საულის გოლი ნამდვილი შედევრია. მოპოვებული გამარჯვებით ძალიან ბედნიერნი ვართ.

მეორე ტაიმში კარგად გამოჩნდა, რომ "ბაიერნი" შესანიშნავი გუნდია. შედარებით გაგვიმარტივდა თამაში, როცა სათამაშო სქემა 4-4-2-ს დავუბრუნდით.

შეიძლება ტელევიზორიდან ჩვენი თამაში არც ისე სანახაობრივი ჩანს, მაგრამ ჩვენი თამაში - ჩვენი თამაშია!", -
განაცხადა ფრანგმა.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 3 მაისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენი თამაში სანახაობრივი არ ჩანს? და საერთოდ გაქვთ თამაში? მაგას თქვენ თამაშს ეძახით? 11 კაცი რომ საჯარიმოში დგას, თავს იცავს 90 წუთი და თითქმის არ გადადის მეტოქის ნახევარზე მაგას ჰქვია ფეხბურთის თამაში? თუ ეგრეა ქართველების მსგავსი ფეხბურთელები მსოფლიოშ არ მოიძებნება
ლევანი
11:00 28-04-2016
0
რა უნდა ამ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატში, შეიტანონ განაცხადი უეფაში და გადავიდნენ იტალიის "სერია ა"-ში და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, თორე გუნდს, რომელიც ესპანეთის ჩემპიონობის პრეტენზია აქვს 35 ტურში გატანილი აქვს მხოლოდ 59 გოლი (ბარსელონას 102, რეალს 104). ძალიან შეუსაბამო ფეხბურთს თამაშობს ესპანეთისთვის
იტალიური გუნდია რა
11:04 28-04-2016
0

სიახლეები პოპულარული