უეფა კლუბებს ევროტურნირებიდან შემოსავალს 2,35 მლრდ ევროდან 3,2 მლრდ-მდე გაუზრდის

AutoSharing Option
უეფას ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გაუზარდოს შემოსავლები იმ კლუბებს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაში გამოდიან. ამის შესახებ Kicker-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, 2018/19 წლების სეზონში ევროთასებზე მოთამაშე კლუბის შემოსავლები  2,35 მლრდ ევროდან 3,2 მლრდ-მდე გაიზრდება.

მაგალითისთვის, მადრიდის "რეალი", რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, ახალი საპრიზო ფონდის მიხედვით, ამ წარმატებისთვის 135 503 000 ევროს მიიღებდა, ხოლო ფინალისტი მადრიდის "ატლეტიკო" - 118 390 000 ევროს. ნახევარფინალების მონაწილე მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი" კი, შესაბამისად, 108 273 000 და 104 106 000 ევროთი გამდიდრდებოდნენ.

2015/16
წლების სეზონში კლუბებს ჩემპიონთა ლიგაში, მაქსიმუმ, 54,5 მლნ ევროს გამომუშავება შეეძლოთ. აქ არ იგულისხმება თანხები სარეკლამო და სატელევიზიო კონტრაქტებიდან. თითოეული გუნდი, რომელიც ტურნირის ძირითად ბადეში გააღწევდა, სასტარტო ბონუსის სახით 12 მლნ ევროს იღებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული