გერმანელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "როსტოვი" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს და ტურნირში ზედიზედ მე-13 საშინაო გამარჯვება მოიპოვეს.
წინა რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნოდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე 2006-დან 2008 წლამდე ზედიზედ 12 მატჩი მოიგო.
გარდა ამისა, "ბაიერნმა" საკუთარ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
- D ჯგუფი: რუსთა რბევა "ალიანც არენაზე" [VIDEO]
მომზადებულია fcbayern.com-ის მიხედვით