G ჯგუფი: "ლესტერის" ზღაპარი გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტრიგა "ლესტერის" ბელგიაში სტუმრობა გახლდათ.

საყოველთაო ინტერესს იწვევდა ის, თუ როგორი დებიუტი ექნებოდა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო გათამაშებაში გუნდს, რომელმაც გასულ სეზონში საოცარი შედეგი აჩვენა და პრემიერლიგა მოიგო. "ლესტერის" დებიუტი ზღაპრული გამოდგა - კლაუდიო რანიერის გუნდმა "ბრიუგეს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში, მართალია, ჯგუფური ეტაპის დაწყებიდან მხოლოდ ერთი ტურია გასული, მაგრამ "ლესტერმა" პირველი და საკმაოდ მსუყე ნაბიჯი გადადგა პლეი ოფში გასასვლელად.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის გმირი მაჰრეზი გახდა, რომელმაც
ჯერ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანითაც გამოირჩა. მაჰრეზის გოლებამდე, ოლბრაიტონმა იხეირა და სწორედ მან დაუდო სათავე ინგლისელთა გამარჯვებას. მოკლედ, მატჩი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დადგა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, რადგან "პორტუმ" საკუთარ კედლებში "კოპენჰაგენს" გაუყო ქულები. პორტუგალიური გუნდი ფავორიტად იყო მიჩნეული, თუმცა დიდი ვერაფერი თამაში აჩვენა და შეეძლო წაეგო კიდეც. დანიელებმა მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს და იბრძოლებენ პლეი ოფში გასასვლელად.

ბრიუგე-ლესტერი 0:3
გოლები: 0:1 ოლბრაიტონი (5), 0:2 მაჰრეზი (29), 0:3 მაჰრეზი (61-პენ.)
ბრიუგე (5-4-1): ბუტელი - ვან რინი, ენგელსი (53. პოულაენი), სიმონსი, დენსვილი, დე ბოკი - ვანაკენი, ვორმერი, პინა, ისკუერდო (78. გედოსი) - დიაბი (63. ვოსენი)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - ერნანდესი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი (81. გრეი), დრინკვოტერი, ამარტეი, ოლბრაიტონი - სლიმანი (62. ულოა), ვარდი (70. მუსა)
გაფრთხილება: ბუტელი, ენგელსი, ვორმერი, სიმონსი - სლიმანი, ულოა
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-10 (3-7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 29 000

პორტუ-კოპენჰაგენი 1:1
გოლები: 1:0 ოტავინიო (13), 1:1 კორნელიუსი (52)
პორტუ (4-3-3): კასილიასი - ლაურინი, ფელიპე, მარკანო. ტელესი - ერერა (70. ბრაჰიმი), პერეირა, ტორესი - კორონა (62. დეპოლტრე), ოტავინიო (82. დიეგო), სილვა
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - გრეგუსი, კვისტი (90. ანტონსონი), დელეინი, ტუტუ (77. ფალკი) - სანტანდერი (69. ვერბიჩი), კორნელიუსი
გაფრთხილება: მარკანო (პორტუ)
გაძევება: გრეგუსი (66. კოპენჰაგენი)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 5-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 5-5 (1-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 40 000

მომდევნო ტური
27 სექტემბერი:
კოპენჰაგენი-ბრიუგე, ლესტერი-პორტუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული