"არსენალი"-"ბაზელის" გამოხმაურება: არსენის გულს ახარებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
"არსენალმა" თეო უოლკოტის წყვილი გოლით "ბაზელს" მოუგო. მიუხედავად უოლკოტის დუბლისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე აშკარად ალექსის სანჩესი გახლდათ, რომელიც შვეიცარიელებს გამუდმებით აწიოკებდა.

"მეთოფეების" მეორე გოლი ტიპურად არსენალური გახლდათ - ტექნიკურად, მოკლე გადაცემებით გათამაშებული 12-პასიანი კომბინაცია. საინტერესო გახლდათ ისიც, რომ კიდევ ერთხელ წარდგნენ ერთურთის წინააღმდეგ ძმები - გრანიტ ჯაკა და ტაულანტ ჯაკა. არსენ ვენგერის გუნდს აშკარად პროგრესი აქვს, უმატებს, უფრო თავდაჯერებულად და შთამბეჭდავად თამაშობს.

"ვფიქრობ, მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ და კომფორტულად მოვიგეთ. ერთადერთი, რაზეც შეიძლება გული დაგვწყდეს, ის არის, რომ შექმნილ მომენტებთან
შედარებით ძალიან ცოტა გავიტანეთ, თორემ სხვა მხრივ, ბრწყინვალედ ვითამაშეთ. მთავარია, ამავე შემართებით გავაგრძელოთ და მომატების სურვილი შევინარჩუნოთ. მიღებულით არ უნდა იყო კმაყოფილი და ბედნიერი, უნდა სცადო, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდე. კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ სეზონი გრძელია, წინ დიდი გზაა და ჯერ არაფერი მოგვიგია" - აღნიშნა ფრანგმა.

ვთქვათ ისიც, რომ თეო უოლკოტმა 2007 წლის ოქტომბრის მერე პირველად შეასრულა ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი. ასევე, მან პირველად მოახერხა ამ ტურნირზე გოლის თავით გატანა. წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე ჩემპიონთა ლიგაზე ალექსის სანჩესს "არსენალის" 16 გოლიდან 11-ში მონაწილეობა აქვს მიღებული - 4 გოლი, 7 პასი. ჩილელზე მეტი საგოლე გადაცემა ამ პერიოდში მხოლოდ ნეიმარს აქვს გაკეთებული (8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული