"ბეშიქთაშმა" დამაჯერებლად სძლია "ოლიმპიაკოსს" ანგარიშით 4:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. რაიან ბაბელმა შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
"სელტამ" სტუმრად "კრასნოდარს" ანგარიშით 2:0 სძლია და საერთო ჯამში დაპირისპირება 3:1 მოიგო.
ასევე შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა "გენკი", რომელმაც "გენტთან" ფრედ ანგარიშით 1:1 ითამაშა.
ბეშიქთაში-ოლიმპიაკოსი 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 ვინსენტ აბოუბაკარი (10), 2:0, 3:1 რაიან ბაბელი (22, 71), 2:1 ტარიკ ელიონუსი (31), 4:1 სენკ ტოსუნი (84)
გენკი-გენტი 1:1 (5:2)
გოლები: 1:0 ტიმოტი კასტანე (20), 1:1 ლუის ვესტრაეტე (84)
კრასნოდარი-სელტა 0:2 (1:2)
გოლები: 0:1 ჰუგო მალო (52), 0:2 იაგო ასპასი (80)