ევროპალიგა. 1/8-ფინალი: "მანჩესტერი" გაძვრა, "რომა" - ვერა [VIDEO]

AutoSharing Option
* ევროპალიგის მეოთხედფინალში გავიდნენ: "ბეშიქთაში", "გენკი", "სელტა", "ანდერლეხტი", "მანჩესტერი", "აიაქსი", "ლიონი" და "შალკე".
* მეოთხედფინალში ორი ბელგიური კლუბი გავიდა, დანარჩენი გუნდები 6 ქვეყანას წარმოადგენენ: ინგლისს, ესპანეთს, თურქეთს, ჰოლანდიას, საფრანგეთსა და გერმანიას.
* ევროპალიგის მეოთხედფინალის წილისყრა 17 მარტს ნიონში გაიმართება.

წუხელ დასრულდა ევროპალიგის მერვედფინალური ეტაპი, სოლნას ორი საგზურისთვის ახლა უკვე 8 გუნდი იბრძვის.

ესპანეთის ერთადერთმა შემორჩენილმა კლუბმა თავი არ შეირცხვინა რუსეთში და "კრასნოდარი" კონტრშეტევაზე ორჯერ დაიჭირა. "სელტამ" კაპიტან მალიოსა და ასპასის გოლებით აჯობა რუსულ კლუბს და ბრძოლას აგრძელებს.

სრულიად ბელგიურ დაპირისპირებაში
ყველაფერი პირველივე მატჩში გადაწყდა, ახლა კი უბრალოდ ოფიციალურად გაფორმდა - "გენკი" შინ 1:1 დაუზავდა "გენტს" და მეოთხედფინალშია.

"ბეშიქთაშმა" 10 კაცით შეარცხვინა "ოლიმპიაკოსი", 4:1 გაანადგურა და გზიდან ჩამოიცილა ბერძნული კლუბი. რაიან ბაბელი ახლა, ალბათ, ერთადერთი ჰოლანდიელია, რომელსაც თურქეთში ტაშით ეგებებიან, მან "ბეშიქთაშის" მაისურით დუბლი შეასრულა.

"ანდერლეხტმა" მეორე მატჩშიც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა აპოელ-ი და მეოთხედფინალში "გენკს" შეუერთდა.

ჟოზე მოურინიოს გუნდი ბოლო წამებზე სერხიო რომერომ იხსნა, რომელმაც "როსტოვის" ძალზე სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოიგერია. მანამდე კი მეოთხედფინალის საგზური "იუნაიტედს" ხუან მატამ მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"აიაქსმა", როგორც იქნა, დაძლია "კოპენჰაგენის" კომპლექსი და "ამსტერდამ არენაზე" მეტოქეს საჭირო, ორბურთიანი სხვაობით მოუგო.

ლუჩანო სპალეტის "რომას" ძალები არ ეყო, "ოლიმპიკოზე" იტალიელებმა შტურმიც კი მოუწყვეს "ლიონს", მაგრამ 2:1-ზე უკეთესი ანგარიშით ვერ მოუგეს, 2:4-ის მერე კი ეს სამყოფი არ აღმოჩნდა და ევროპალიგის ერთ-ერთი ფავორიტი გავარდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანულ დერბიში "შალკე" 0:2 მარცხდებოდა "გლადბახთან", მაგრამ ორი გოლი გაიტანა და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბეშიქთაში-ოლიმპიაკოსი 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 აბუბაქარი (10), 2:0 ბაბელი (22), 2:1 ელიუნუსი (31), 3:1 ბაბელი (75), 4:1 თოსუნი (84)
გაძევება: აბუბაქარი (39. ბეშიქთაში)

გენკი-გენტი 1:1 (5:2)
გოლები: 1:0 კასტანი (20), 1:1 ვერსტრაეტი (84)

კრასნოდარი-სელტა 0:2 (1:2)
გოლები: 0:1 მალიო (52), 0:2 ასპასი (80)
გაძევება: კაბორე (86. კრასნოდარი)

აიაქსი-კოპენჰაგენი 2:0 (1:2)
გოლები: 1:0 ბ. ტრაორე (23), 2:0 დოლბერგი (45-პენ)

ანდერლეხტი-აპოელ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 აჩეამპონგი (65)

რომა-ლიონი 2:1 (2:4)
გოლები: 0:1 დიაკაბი (16), 1:1 სტროტმანი (17), 2:1 ტუსარი (60 ს. კ.)

გლადბახი-შალკე 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 კრისტენსენი (26), 2:0 დაუდი (45), 2:1 გორეტცკა (54), 2:2 ბენტალები (68-პენ)

მანჩესტერი-როსტოვი 1:0 (1:1)
გოლი: 1:0 მატა (70)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული