ჟოზე მოურინიო და კომპანია "ანდერლეხტით" აგრძელებს. ბელგიური გრანდი ინგლისურის ტოლ-სწორად ვერ ჩაითვლება, ფაქტია, რომ "იუნაიტედი" ფავორიტია.
კიდევ ერთი ბელგიური კლუბი "გენკი" ვიგოში "სელტას" სტუმრობს. ბოლო წლებში "ესპანურ თასად" ქცეულ ტურნირს ახლა მხოლოდ "სელტა" შემორჩა ესპანეთიდან. "ლიონი" თურქულ
ანდერლეხტი-მანჩესტერი
* კლუბები ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებიან ევროთასებზე. 2 თამაში ბელგიურმა გუნდმა მოიგო, 3 კი - ინგლისურმა.
* ევროპალიგის ბოლო ექვსი საშინაო მატჩიდან "ანდერლეხტმა" ხუთი მოიგო.
* ბოლო ექვსი მატჩია ევროთასებზე, რაც "იუნაიტედი" დაუმარცხებელია - 5 გამარჯვება და 1 ფრე.
* პსჟ-ის მაისურით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ანდერლეხტს" სტუმრად ოთხი გოლი გაუტანა.
"ანდერლეხტის" პირველი ევროპული მატჩი "იუნაიტედთან" კლუბის ისტორიაში ყველაზე უარესია. ამასთან ერთად, გუნდი უნდა უფრთხოდეს ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც ბელგიელები პსჟ-ში ყოფნისას გაამწარა. "ანდერლეხტისთვის" ეს პირველი მეოთხედფინალია ბოლო 20 წლის განმავლობაში. გავიხსენოთ 1956 წლის შეხვედრა ამ გუნდებს შორის, მატჩი "სიტის" ყოფილ სტადიონ "მეინ როუდზე" გაიმართა და "იუნაიტედის" 10:0 გამარჯვებით დასრულდა. ახლაც კი ეს მატჩი რეკორდულია "იუნაიტედის" ისტორიაში (ევროთასებს ვგულისხმობთ) და ანტირეკორდული "ანდერლეხტისთვის".
ჟოზე მოურინიოს დღევანდელ თამაშში არ ეყოლება უეინ რუნი, 31 წლის ფორვარდს ფეხი სტკივა. "მას ტკივილები აქვს და არ გავრისკავთ, შესაძლოა, გუნდს უქმეებზე დაუბრუნდეს", - განმარტა "განსაკუთრებულმა". სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა გამოჯანმრთელებული ანტონიო ვალენსია.
ზლატანს ევროპალიგის ბომბარდირობისთვის ბრძოლა შეუძლია. მას ტურნირზე შემორჩენილთაგან ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 5, ისევე, როგორც მის ვიზავის დღევანდელ მატჩში, პოლონელ ლუკაშ ტეოდორჩიკს.
ბომბარდირთა დავას ედინ ჯეკო და ჟულიანო 8-8 გოლით ლიდერობენ, მაგრამ ისინი მონაგარს ვერაფერს მიამატებენ, რადგან ევროპალიგის ცქერა მათ ახლა ტელეეკრანებიდან ან ტრიბუნებიდან თუ შეუძლიათ.
სელტა-გენკი
* ეს კლუბები ერთმანეთს ისტორიაში პირველად გადაეყარნენ.
* ამ სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე "სელტა" ორჯერ დაუზავდა ბელგიურ კლუბს - ლიეჟის "სტანდარდს".
* "გენკის" სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ევროთასებზე ასე გამოიყურება - 1 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი. კლუბს ესპანეთში მატჩი არასოდეს მოუგია.
* არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გუნდი გავა ნახევარფინალში, ნებისმიერისთვის ეს პირველი ევროპული ნახევარფინალი იქნება.
აიაქსი-შალკე
* საოცარია, მაგრამ ეს ტრადიციული კლუბები ერთმანეთს აქამდე არ შეხვედრიან.
* "აიაქსი" 32-ჯერ შეხვდა გერმანულ კლუბებს - 20 მოგება, 7 წაგება.
* "შალკე" ჰოლანდიურ კლუბებს 8-ჯერ შეხვდა - 3 მოგება, 4 წაგება.
* ბოლო 11 მატჩია, რაც "აიაქსი" "ამსტერდამ არენაზე" ევროთასების მატჩებში არ მარცხდება - 6 მოგება, 5 ფრე.
ლიონი-ბეშიქთაში
* "ლიონის" რეკორდი თურქული კლუბების წინააღმდეგ ასეთია - 5 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება.
* "ბეშიქთაშმა" სულ სამჯერ ითამაშა საფრანგეთში და სამჯერვე წააგო.
* "ლიონმა" ევროთასების ბოლო 4 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
* "ბეშიქთაში" ევროპალიგას შემორჩენილი ერთადერთი მოქმედი ჩემპიონია.
ხუთშაბათი. 13 აპრილი
აიაქსი-შალკე 23:05
დისკვალიფიკაცია: შიონე -
ანდერლეხტი-მანჩესტერი 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
სელტა-გენკი 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ლიონი-ბეშიქთაში 23:05
დისკვალიფიკაცია: გონალონი - აბუბაქარი
ბომბარდირები: 8 - ედინ ჯეკო (რომა), ჟულიანო (ზენიტი); 7 - არიც ადურისი (ბილბაო); 5 - გილემ ოარო (იანგ ბოისი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლუკაშ ტეოდორჩიკი (ანდერლეხტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"