ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები: ნუგეში ცხადაძისა და სვანაძისგან

AutoSharing Option
29 ივნისს უეფას ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩები გაიმართა. სამწუხაროდ, წარუმატებლად იასპარეზა ტურნირში ჩართულმა სამივე ქართულმა კლუბმა: ქუთაისის "ტორპედომ", საჩხერის "ჩიხურამ" და ბათუმის "დინამომ" და შემდეგ ეტაპზე გასვლის მათი შანსები ძალზე მცირეა.

სამაგიეროდ, წარმატებით დაიწყეს წლევანდელ ევროთასებზე გამოსვლა ქართველი სპეციალისტების, კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდებმა, შესაბამისად, "ქაირათმა" და "ინტერმა". ალმათის "ქაირათმა" საკუთარ მოედანზე ლიტვურ "ატლანტასს" ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა, ბაქოს "ინტერმა" კი სტუმრად სერბულ "მლადოსტს" აჯობა - 3:0.

ზაქარია ბეგლარიშვილის გუნდი ტალინის "ფლორა" სტუმრად სლოვენიაში "დომჟალესთან"
ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

საპასუხო შეხვედრები 6 ივლისს ჩატარდება.

წარმოგიდგენთ 29 ივნისს გამართული მატჩების სრულ შედეგებს:

ტრენჩინი(სლოვაკეთი)-ტორპედო(ქუთაისი) 5:1
ჩიხურა(საჩხერე)-ალტახი(ავსტრია) 0:1
დინამო(ბათუმი)-იაგელონია(პოლონეთი) 0:1
შირაქი (სომხეთი)-გორიცა (სლოვენია) 0:2
ირტიში (ყაზახეთი)-დუნავი (ბულგარეთი) 1:0
ქაირათი (ყაზახეთი)-ატლანტასი (ლიტვა) 6:0
პარტიზანი (ალბანეთი)-ბოტევი (ბულგარეთი) 1:3
პიუნიკი (სომხეთი)-სლოვანი (სლოვაკეთი) 1:4
ვენტსპილსი (ლატვია)-ვალიური (ისლანდია) 0:0
დინამო (მნ, ბელორუსი)-რუნავიკი (ფარერები) 2:1
ლევადია (ესტონეთი)-კორკ სიტი (ირლანდია) 0:2
შკენდია (მაკედონია)-დაჩია (მოლდოვა) 3:0
შახტიორი (ბელორუსი)-სუდუვა (ლიტვა) 0:0
ვპს (ფინეთი)-ოლიმპია (სლოვენია) 1:0
ნომე კალიუ (ესტონეთი)-ბ36 (ფარერები) 2:1
ლუნგბიუ (დანია)-ბანგორ სიტი (უელსი) 1:0
ბეითარი (ისრაელი)-ვაშაში (უნგრეთი) 4:3
ფერენცვაროში (უნგრეთი)-იელგავა (ლატვია) 2:0
ლარნაკა (კვიპროსი)-ლინკოლნი (გიბრალტარი) 5:0
ჰაუგესუნდი (ნორვეგია)-კოლრეინი (ჩრ. ირლანდია) 7:0
ლევსკი (ბულგარეთი)-სუტიესკა (ჩერნოგორია) 3:1
ოდი (ნორვეგია)-ბალიმენა (ჩრ. ირლანდია) 3:0
უე სტ. კოლომა (ანდორა)-ოსიეკი (ხორვატია) 0:2
ზარია ბელცი (მოლდოვა)-სარაევო (ბოსნია) 2:1
ზირა (აზერბაიჯანი)-დიფერდანჟი (ლუქსემბურგი) 2:0
ბალა თაუნი (უელსი)-ვადუცი (ლიხტენშტაინი) 1:2
ქონაჰი (უელსი)-ჰიკ (ფინეთი) 1:0
ფოლა (ლუქსემბურგი)-მილსამი (მოლდოვა) 2:1
კლაკსვიკი (ფარერები)-აიკ (შვედეთი) 0:0
მაკაბი (თ-ა, ისრაელი)-ტირანა (ალბანეთი) 2:0
მიდტიულანდი (დანია)-დერი სიტი (ირლანდია) 6:1
ნორჩოპინგი (შვედეთი)-პრიშტინა (კოსოვო) 5:0
შკენდერბეუ (ალბანეთი)-სტ. ჯულია (ანდორა) 1:0
ვოივოდინა (სერბეთი)-რუჟემბეროკი (სლოვაკეთი) 2:1
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)-ფლორიანა (მალტა) 3:0
დომჟალე (სლოვენია)-ფლორა (ესტონეთი) 2:0
მლადოსტი (სერბეთი)-ინტერი (აზერბაიჯანი) 0:3
პოდგორიცა (ჩერნოგორია)-განძასარი (სომხეთი) 1:0
შიროკი ბრიგი (ბოსნია)-ორდაბასი (ყაზახეთი) 2:0
ტრე პენე (სან მარინო)-რაბოტნიჩკი (მაკედონია) 0:1
კრუზეიდერსი (ჩრ. ირლანდია)-ლიეპაია (ლატვია) 3:1
ლეხი (პოლონეთი)-პელისტერი (მაკედონია) 4:0
რეინჯერსი (შოტლანდია)-პროგრესი (ლუქსემბურგი) 1:0
სტ. ჯოზეფი (გიბრალტარი)-აელ (კვიპროსი) 0:4
სტ. ჯონსტონი (შოტლანდია)-ტრაკაი (ლიტვა) 1:2
ვალეტა (მალტა)-ფოლგორე (სან მარინო) 2:0
ვიდეოტონი (უნგრეთი)-ბალზანი (მალტა) 2:0
ჟელეზნიჩარი (ბოსნია)-ზეტა (ჩერნოგორია) 1:0
რეიკიავიკი (ისლანდია)-სიკ (ფინეთი) 0:0
სტიარნანი (ისლანდია)-შემროკი (ირლანდია) 0:1.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აზერბაიჯანის ჩემპიონი რას გვიზამს?
roma
11:52 30-06-2017
0
აზერები ვერაფერსაც ვერ გვიზამს და ამას დაინახავთ მალეე
kaxa
12:18 30-06-2017
0

სიახლეები პოპულარული