საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "ვადუცი" - აქამდე "ჯუჯებს" მაინც ვჯობდით...

AutoSharing Option
ქართული გუნდებისათვის ახალი, 2013-14 წლების საფეხბურთო სეზონი 4 ივლისს იწყება: საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, შესაბამისად, ლიხტენშტეინის "ვადუცსა" და სლოვაკეთის "ჟილინას" უმასპინძლებენ.

"ჩიხურა" ევროტურნირების დებიუტანტია, აი, "ტორპედო" კი უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე 25-ე მატჩს ჩაატარებს და თამაშების რაოდენობით, ჯერჯერობით მეორე ადგილზე მყოფ "ვიტ ჯორჯიას" გაუთანაბრდება.

აი, "ჟილინასთან" საპასუხო მატჩის შემდეგ კი "ტორპედოს" ქართულ გუნდებს შორის მეორე მაჩვენებელი ექნება, ოღონდ აბსოლუტურ რეკორდსმენ თბილისის "დინამოს" შედეგთან (86 მატჩი) ყველა ქართულ კლუბს ბევრი აშორებს...

...მას შემდეგ, რაც
ჩვენი გუნდები ევროტურნირებზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობენ, ლიხტენშტეინის წარმომადგენელთან მხოლოდ ერთ სეზონში მოგვიწია დაპირისპირება, სლოვაკურ გუნდებს კი ბევრჯერ შევხვედრივართ და ისე, როგორც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ამ შემთხვევაშიც ტკბილად გასახსენებელი ბევრი არაფერია...

* * *
არახალი ამბავია, რომ ევროპაში ჩვენზე ბევრად სუსტი კლუბებიც არსებობენ; თუმცა ნუ დაგვავიწყდება ისეთი შემთხვევებიც, როცა მალტისა თუ ლუქსემბურგის გუნდების ბარიერი ვერ დაგვიძლევია.

საბედნიეროდ, ამ სიაში ლიხტენშტეინი არ არის: ქართული კლუბი ერთხელ დაუპირისპირდა ევროტურნირებზე ამ ქვეყნის წარმომადგენელს და ის ეტაპი დავძლიეთ.

ის გუნდი "ვადუცი" იყო, მაშინაც და ახლაც... შვეიცარიის ჩემპიონატში (რანგით - მეორე, ანუ "ჩელენჯლიგაში") რომ ასპარეზობს.

"ვადუცთან" პირველი "გაცნობა" 6 წლის წინათ მოხდა, როცა უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ეს გუნდი თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა. იმ დროს "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი-უფროსი გახლდათ და ამ წყვილში უპირობო ფავორიტადაც, რაღა თქმა უნდა, ქართული კლუბი მიიჩნეოდა.

ასეც მოხდა: "დინამომ" ეს ეტაპი კი გაიარა, მაგრამ ვისაც "ვადუცთან" ექვსი წლის წინანდელი დაპირისპირებები ახსოვს, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ "ვადუცმა" მთლად უსუსური გუნდის შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა.

სხვათა შორის, "ვადუცთან" ჩატარებული პირველი მატჩი რამდენიმე ფაქტით იყო აღსანიშნავი: "დინამოს" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს გაბონელმა ახალწვეულებმა - დიდიე ოვონომ და ჯორჯ აკირემიმ. ამას გარდა, ევროტურნირებზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა გურამ კაშიამ, ხოლო გიორგი მერებაშვილმა ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა ევროტურნირებზე.

სხვათა შორის, იმდროინდელი "დინამოს" შემადგენლობაში ორი ისეთი ფეხბურთელი ასპარეზობდა, დიდი ალბათობით, 4 ივლისსაც რომ უნდა ვიხილოთ "ვადუცის" წინააღმდეგ: შოთა კაშია და დავით ოდიკაძე ამა წლის დასაწყისიდან ხომ "ჩიხურას" ღირსებას იცავენ...

ქართულ-ლიხტენშტეინური დაპირისპირებები
უეფას თასი
I საკვალიფიკაციო ეტაპი
19.07.2007. თბილისი, "მ. მესხი". 2000 მაყურებელი
დინამო (თბ)-ვადუცი (ლიხტენ) 2:0
1:0 გ. მერებაშვილი (66. პენალტით), 2:0 აკირემი (72)
დინამო: ოვონო, შ. კაშია, ზელიჩი, კრშკო, დობეში, ოდიკაძე (55. ფეიქრიშვილი), დიღმელაშვილი, ხმალაძე, ს. კობახიძე (81. სპასოევიჩი), გ. მერებაშვილი, აკირემი (86. ხუციშვილი).
არბიტრი: ჩ. შოპი (უნგრეთი)

02.08.2007. ვადუცი. "რეინპარკი". 755 მაყურებელი
ვადუცი-დინამო 0:0
დინამო: ოვონო, შ. კაშია, ზელიჩი, კრშკო, გ. კაშია, ფეიქრიშვილი (76. ოდიკაძე), დიღმელაშვილი (89. ხუციშვილი), ხმალაძე, ს. კობახიძე, გ. მერებაშვილი, აკირემი (90. სპასოევიჩი)
არბიტრი: ა. ვუჩემილოვიჩ-სიმუნოვიჩი (სლოვენია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საჩხერის "ჩიხურა" ლიხტენშტეინის "ვადუცის" მოლოდინში
უეფამ ევროთასებზე მოთამაშე ქართულ გუნდებს მსაჯები დაუნიშნა
სოსო ფრუიძე: ბევრად ძლიერ მეტოქეს ველოდით
წილისყრა. საჩხერის "ჩიხურა": "ჯუჯები" შვეიცარიიდან
სოსო ფრუიძე: ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა? თავს ნუ მოვიტყუებთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ არის ეგ ესე უბრალო გუნდი. საჩხერე ყურადღებით!!!!!!
RAMO
12:22 03-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული