საჩხერის "ჩიხურა" ლიხტენშტეინის "ვადუცის" მოლოდინში

AutoSharing Option
უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საჩხერის "ჩიხურასა" და ლიხტენშტეინის "ვადუცს" შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

რადგან არენა ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის, საჩხერელებს შეხვედრის საინფორმაციო მხარდაჭერაში ამ ორგანიზაციის პრესსამსახური ეხმარება.

მისი ცნობით, მატჩი 4 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.

3 ივლისს, 18:00 საათზე "მიხეილ მესხზე" "ჩიხურა" ივარჯიშებს, 19:00 საათიდან კი - "ვადუცი".

ვარჯიშებს შორის გუნდების მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენციებს გამართავენ.

ამასობაში უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა "ჩიხურას" საევროლიგო განაცხადი:

მეკარეები: 1. ზურაბ მწყერაშვილი, 16. გიორგი სომხიშვილი, 30. რევაზ თევდორაძე;
მცველები: 5.
ლაშა ჭელიძე, 8. გიორგი ქიმაძე, 21. გოგიტა გოგოტიშვილი, 24. ლაშა ჩიკვაიძე, 37. შოთა კაშია, 88. გიორგი რეხვიაშვილი;
ნახევარმცველები: 7. ჯამბულ ჯიღაური, 10. ნიკა კვასხვაძე, 14. გუგუა იაკობაშვილი, 15. დავით კაკულია, 17. ალექსანდრე ივანიშვილი, 19. ვაჟა ლომაშვილი, 26. გიორგი დათუნაიშვილი, 27. გიგა ბეჭვაია, 49. დავით ოდიკაძე, 72. ბადრი დემეტრაშვილი;
თავდამსხმელები: 11. რატი წინამძღვრიშვილი, 51. ბესიკ დეკანოიძე, 71. თემურ ნადირაძე, 99. თორნიკე მუმლაძე.

ჯერჯერობით "ვადუცის" განაცხადი არ გამოქვეყნებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უეფამ ევროთასებზე მოთამაშე ქართულ გუნდებს მსაჯები დაუნიშნა
სოსო ფრუიძე: ბევრად ძლიერ მეტოქეს ველოდით
წილისყრა. საჩხერის "ჩიხურა": "ჯუჯები" შვეიცარიიდან
სოსო ფრუიძე: ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა? თავს ნუ მოვიტყუებთ
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭკუით საჩხერლებო. რადგან ლიხტენშტეინია არ იფიქროთ რომ გადაუვლით. შარშან ბაქოს ინტერმა ვერ მოუგო.
თავი არ მოგვჭრათ.
RAMO
12:50 02-07-2013
0
რა ღირს ბილეთები?
დავითი
12:29 02-07-2013
0

სიახლეები პოპულარული