4 ივლისს, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორივე პირველ მატჩს შინ ჩაატარებს.
"ჩიხურა" "მიხეილ მესხზე" ლიხტენშტაინურ "ვადუცს" მიიღებს, ხოლო "ტორპედო" ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე სლოვაკურ "ჟილინას" უმასპინძლებს.
გაირკვა იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც ამ შეხვედრებს განსჯიან. "ჩიხურა"-"ვადუცის" არბიტრი ყაზახი ალექსანდრ გაუზერი იქნება, "ტორპედო"-"ჟილინას" მატჩს კი ხორვატი დომაგოი ვუჩკოვი გაუძღვება.
ცნობილია ის არბიტრებიც, რომლებიც იმერული კლუბების საპასუხო მატჩებს გაუძღვებიან. 11 ივლისს "ვადუცისა" და "ჩიხურას" შეხვედრას ალბანელი
უეფამ ევროპის ლიგის პირველ რაუნდში ქართველი მსაჯებიც დაასაქმა. 4 ივლისს ყაზახური "ასტანასა" და ბულგარული "ვოტევის" მატჩს გიორგი ვადაჭკორია გაუძღვება, ხოლო 11 ივლისს სერბული "ვოივოდინასა" და მალტური "ჰიბერნიანსის" დაპირისპირების არბიტრი თორნიკე გვანცელაძე იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"