ჟილინა VS ტორპედო - სლოვაკები შინაც სოლიდურ გამარჯვებას გეგმავენ

AutoSharing Option
11 ივლისს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ "ჟილინას" შეხვდება.

სამწუხაროდ, იმერული კლუბის შანსები მხოლოდ თეორიულია - შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში "ტორპედო" შინ 0:3 განადგურდა და ახლა იმის იმედიღა უნდა გვქონდეს, რომ სლოვაკეთში ამაზე მისაღებ ანგარიშს მიაღწევს.

ქუთაისელთა ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ჟერარდ სარაგოსა მულეტის განკარგულებაში 20 ფეხბურთელია, რომელთაგანაც ყველა მწყობრშია.

მატჩი თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მისი ტელევიზიით ხილვა ვერ ხერხდება.

შეხვედრას ბოსნიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.
მატჩის არბიტრი ელმირ პილავი იქნება.

"ქუთაისში იოლი მატჩი სულაც არ ჩაგვიტარებია, მეტოქე მხოლოდ მეორე ტაიმში გავტეხეთ. "ჟილინამ" საქართველოში შესანიშნავად ითამაშა და მჯერა, განმეორებით შეხვედრაშიც იგივეს შეძლებს.

ჩვენი მიზანია, აქაც სოლიდური სხვაობით გავიმარჯვოთ. დიდი იმედი მაქვს, ამ თამაშის სანახავად ჩვენი გულშემატკივრები მრავლად მოვლენ",
- განაცხადა "ჟილინას" თავკაცმა ადრიან გულამ.

მან უარი თქვა შემდეგი მეტოქის შესახებ საუბარზე, ჯერ ეს ბარიერი უნდა დავძლიოთო. ცნობისთვის, ამ წყვილში გამარჯვებულს ევროპის ლიგის მეორე რაუნდში სლოვენიური "ოლიმპია" ელის.


იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთშია და "ჟილინასთან" მატჩისთვის ემზადება
კვირის 1000 წვრილმანი: ქუთაისში ფეხბურთი სულ უნდათ
ლევან ფხაკაძე: გულშემატკივრების გულისწყრომას გაგებით ვხვდებით
ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად ფულადი გამარჯვება დაგეგმეს ამჯერად სლოვაკებმა, ნახევარი გუნდი აკლდა ტორპედოს და ფრეზე გაეყარნენ. ფრეზე კარგი კუში იყო?:)))
azazelo
22:57 11-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული