გორის "დილას" მზადება "ოლბორგთან" შეხვედრისათვის გრძელდება

AutoSharing Option
"დილამ" თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ ორი დღე დაისვენა და 13 ივლისს საგურამოში განაგრძო მზადება.

მოგეხსენებათ, 18 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილა" დანიურ "ოლბორგს" მასპინძლობს. გიორგი დევდარიანის შეგირდები მომავალი მეტოქიდან გამომდინარე, შესაბამისად ემზადებიან.

თურქულ შეკრებასთან და მომავალ მატჩთან დაკავშირებთ მცირე კომენტარი გუნდის თავდამსხმელმა ირაკლი მოდებაძემ გააკეთა.

"თურქეთის შეკრება საკმაოდ ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ჩავატარეთ რამოდენიმე ამხანაგური შეხვედრა.

ვფიქრობ ურიგოდ არ გვიასპარეზია. კარგად წარმოაჩინეს თავი გუნდის ახალწვეულებმაც. დანიურ "ოლბორგთან" თამაშამდე ვფიქრობ გუნდი კიდევ მოუმატებს.

მოწინააღმდეგე ძალიან სერიოზული გვყავს და ჩვენ ყველაფერს
გავაკეთებთ რომ ეს ეტაპი დავძლიოთ და იმედი გვაქვს, გულშემატკივარი მოვა ამ შეხვედრაზე ჩვენი გუნდის მხარდასაჭერად."


fcdila.ge

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: "ოლბორგთან" ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული